მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მეგი დანელია საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩანახატს გვიზიარებს.
„ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, ვიდრე თებერვლის ბოლო კვირა არ დაიწყო. დრო, როდესაც ქვეყანა მოიცვა ქაოსმა. ორი თვეა ყველას საფიქრალი საერთოა-ვირუსი. ამ დღიდან სახლში დარჩენა აუცილებელი გახდა და შეიცვალა რეალობაც.
დღეს ვზივარ სახლში და ვფიქრობ ვირუსამდე არსებულ ცხოვრებაზე, სკოლაზე, მეგობრებზე და მენატრება სკოლაში გატარებული თითოეული წამი. ამ ვირუსმა ბევრი რამ დამანახა და შეცვალა ჩემს ცხოვრებაში.
დამაშორა იმ ადგილს, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაქვს გატარებული, სადაც ბევრი რამ ვისწავლე.
დამარწმუნა იმაში, რომ სკოლაში გატარებული თითოეული წამი ფასდაუდებელია. მივხვდი მეგობრის ფასს და იმას, რომ ოჯახი ყველაზე დიდი იმედია ადამიანისთვის. ვისწავლე იმათი სიყვარული, ვინც ადრე უცხონი იყვნენ.
ვირუსმა უამრავი ოჯახი დააბრუნა სოფელში. გაიღო ის კარები, რომელიც წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო. სოფელს ახალი სუნთქვა გაეხსნა.
მესმის ბავშვების ჟრიამული...ვხედავ როგორ თამაშობენ ეზოებში ბურთს. ჩემთვის უჩვეულო, მაგრამ სასიამოვნოა ეს ყველაფერი. აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, სადაც მტერი უხილავია. დავამარცხებთ მტერს, რომელიც არ ცნობს საზღვრებს და რომლისთვისაც ყველა ერთია.
ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი სახლში დარჩენაა. ვზივარ სახლში იმის იმედით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. რომ დედა აუცილებლად გამაღვიძებს სკოლაში წასასვლელად. მჯერა, რომ აუცილებლად დავუბრუნდები ძველ რეალობას და ცხოვრებას შევხედავ სულ სხვა თვალით, სხვა ცნობიერებით...“
მეგი დანელია
XI კლასი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება