მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ გაწერელია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
დაუმთავრებელი ერთი თვე. დრო არ იკლებს დღეები წლებივით გადის. უკვე თვეზე მეტი გავიდა რაც თბილისიდან სოფელში წამოვედი და არ მინახავს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები.
რთულია როცა გენატრება...
ადამიანი, თითქოს არაფერი არ გეტყობა და მშრალად ეუბნები, რომ გენატრება. მაგრამ მასში იმხელა ძალაა, შინაგანად გკლავს, განადგურებს და უფრო მძიმეს ხდის სახლში ჯდომის პერიოდს.
ყოველ დღე იღვიძებ იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისევ ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას როგორც აქამდე.
მაგრამ რა გვასწავლა სიჩუმემ?
აქამდე ვფიქრობდი რა შეიძლება ესწავლებინა სიჩუმეს, ის ხომ ბნელეთია, სადაც მარტო ხარ ყველასგან და ყველაფრისაგან შორს, ჩაკეტილი საკუთარ თავთან. ახლა კი ვხვდები, რომ ზოგჯერ საჭიროა სიჩუმე, რადგან დავფიქრდეთ ყველაფერზე.
ამ შემთხვევაში კი სიჩუმემ გვასწავლა ყველაზე მთავარი, ერთმანეთის დაფასება და გაგვიღვივა მადლიერების გრძნობა იმ ადამიანების მიმართ რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის დღედაღამ დაუღალავად შრომობენ.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება