მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებში, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების გამო, დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს მაიკროსფორტის აპლიკაციით - TEAMS.
„სკოლის დირექტორი ქალბატონი ნონა ივანიძე აღნიშნავს, რომ აპლიკაცია აბსოლუტურად ცოცხალი ატმოსფეროა, ხდება უკუკავშირის მიღება, ყველაფერი ისე ხორციელდება, როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილზე, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა მაღალია, უფრო მეტსაც ვიტყვი, თუ ვინმე ვერ ფლობდა ონლაინინსტრუმენტებს, მასწავლებელი თუ მოსწავლე, ახლა უკვე მშვენივრად შესწევთ ამ ყოველივეს უნარი, ტექნიკურად გამართული სისტემაა, თუმცა ხშირად ხდება ისიც, რომ წარმოიშვება პრობლემები, ამ შემთხვევაში მესენჯერით სარგებლობენ, სკოლის პედაგოგების აზრით: მოქნილი და მოხერხებული პლატფორმაა, რადგან ყველაფერი ერთ სივრცეშია მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ სკოლას აქტიური ურთიერთობა აქვს ადგილობრივ რესურსცენტრთან, საიდანაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დიდ მხარდაჭერასა და ყურადღებას გრძნობენ, თანამშრომლებსა და კათედრის წევრებს შორისაც კომუნიკაცია უკვე „თიმსით“ ხორციელდება. სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ასე დროულად და აქტიურად ჩაერთვებოდა სასკოლო საზოგადოება ონლაინსასკოლო ცხოვრებაში, ფაქტობრივად სხვა არჩევანი არც გვქონია.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქტიური მხარდაჭერისათვის ახალციხის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ხათუნა ხმალაძეს, სკოლის ყველა პედაგოგს თავდაუზოგავი შრომისთვის და თითოეულ მშობელს აქტიური მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს