მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ქეთი დანელია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ
რა არის სიჩუმე და რა მონატრება?! და საერთოდ, რა არის სიჩუმის მონატრება? ეს სიტყვები ბოლო ერთ თვემდე მხოლოდ რიტორიკულ ხასიათს ატარებდა და ზუსტად ამ სიტყვების ჭეშმარიტება დამანახა ამ ერთმა თვემ. ყველა ამბობს, რომ ამ იზოლაციის შემდეგ ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემში არადამაჯერებლობას იწვევს.
სამყარო ერთფეროვანია, ჩვენი სამყარო ერთი თვის წინაც ერთფეროვანი იყო, ახლაც და მომავალშიც ნუ გვექნება უსასრულო მოლოდინი. ერთფეროვან ცხოვრებას ჩვენ თვითონ ვქმნით, მთავარია ყველაფერი სწორად დავალაგოთ, რომ დღევანდელობა შეგვიყვარდეს და ზუსტად ამ ერთფეროვნების დაგეგმვის თვე გახდა ეს "მონატრების ერთი თვე". არ მეგონა, რომ სიჩუმე შეძლებდა ჩემს დაფიქრებას. გამაოცა მისმა შესაძლებლობებმა, თუ რაოდენ ამაღელვებელია გეშინოდეს ხვალინდელი დღის. და მაინც, ყველამ ვიგრძენით მონატრება. მონატრება ყველაფრის და ყველა ფერის. ყველაფერს უფრო დიდი მნიშვნელობა მიეცა, მაგრამ მაშინებს, რომ ესეც დროებითია.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს