სიახლეები
სკოლები

ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორ მანონი მამულაიშვილის ჩანახატი - „მარტოობის ერთი თვის გამოძახილი“
27-04-2020
-
+


მარტოობის ერთი თვის გამოძახილი - ასე ასათაურებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანონი მამულაიშვილი საკუთარ ჩანახატს, სადაც კორონავირუსის გამო შეცვლილ რეალობაზე საკუთარ განცდებს გვიზიარებს. დირექტორის მიერ გადმოცემულ სათქმელს, ჩვენ უცვლელად გთავზობთ:

                                                       
                                                               მარტოობის ერთი თვის გამოძახილი

ძალიან დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა. სულ რაღაც მექაჩებოდა უკან და ვერა და ვერ ვიწყებდი წერას…

საღამოა. წვიმს. გაზაფხული ძალებს ნელ-ნელა იკრებს. ისევ ცივა. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. ტელეფონი დავიჭირე ხელში და მიმოწერებს ვათვალიერებდი. ყურადღება მივაქციე ჩემი ყოფილი მოსწავლის, ახლა უკვე კოლეგის, ჩანახატს. ვკითხულობდი, სასიამოვნო განცდა დამეუფლა. ცრემლებიც უნებურად მომდიოდა. სული ამიფორიაქდა, მოუთმენლობა დამეტყო და უცებ წერა მომინდა.

ავტოკალამი აჩქარებული ტემპით გარბოდა ფურცლიდან ფურცელზე და ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა. მივხვდი, რომ თითოეული სიტყვა ნატას სიტყვების გამოძახილი იყო…

წარსულის ლაბირინთებში გავიხლართე. სასიამოვნო მოგონებები... ნატა, მე იმ პატარა ნაწნავიან თვალებბრიალა, მუდამ მოღიმარ გოგონაში, შენ ამოგიცანი. ყველაზე პატარა იყო, ყოველდღიურად გულსა და სულს რომ მითბობდა, შემოცქრიალდებოდა ჩუმად, ეშმაკურად ჩაიღიმებდა და მერხს მიუჯდებოდა დაიკოსთან ერთად.
რა დრო გასულა!... ღმერთო, რა სწრაფად მიქრის დროის ქარავანი და თან მიაქვს ჩვენი წარსული ცხოვრების ყოველდღიურობის უმძიმესი ტვირთი. ნატა, შენმა სიტყვებმა ბევრი რამ გამახსენა და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მე და შენ მოგონებებში ერთად გავინავარდეთ

ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა, ჩვენ უკვე კოლეგები ვართ. ცხოვრება საინტერესოა და მოულოდნელობებითაა აღსავსე. შენ ჩემთვის ყოველთვის პატარა გოგონა იქნები, გოგონა, რომელიც გაიზარდა, დაქალდა და გვერდით მყავს, როგორც უკვე მასწავლებელი.

ნატა, სიჩუმემ და მარტოობამ გაგვაერთიანა ყველა. შენ თითოეული ჩვენგანის ნაფიქრალი გაახმოვანე. დიახ, თურმე ადამიანი ადამიანის გარეშე არაფერია. ის, რაც ჩვეულებრივი, ყოფითი გვეგონა, უჩვეულო, უმნიშვნელოვანესი, უპირველესი და უძვირფასესი ყოფილა - ერთად ყოფნა. ჩვენ, ყველამ, ერთად გამოვცადეთ ჯერ არნახული, ჯერ არგანცდილი უცნობი, მაგრამ უკვე ნაცნობი, საშიში და საშინელი სიჩუმე, მარტოობა და მონატრება.

როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ვაანალიზებ, იცით, რა მამშვიდებს?თუკი ადამიანის სახლში გამოკეტვით დედამიწა დაისვენებს, აღიდგენს ძალებს, დასუფთავდება და დამშვიდდება, თუკი ჩვენ, ადამიანები, მივხვდებით, რა ძვირფასები ვყოფილვართ ერთმანეთისთვის, დაბოლოს, თუკი სამყარო უკეთესობისკენ შემობრუნდება, მაშინ ღირდა ეს ყველაფერი ამად.

ღრმად ჩალექებული, ფსკერზე დაშვებული, მინავლებული ადამიანური გრძნობები თანდათან ამოტივტივდა დედამიწის ფსკერიდან და ფერად-ფერადი ბუშტებივით ერთად შეკრული მისრიალებენ უკიდეგანო ზეცაში.

ერთმა პაწაწინა მიკრომ ნათლად გვაგრძნობინა, თუ რაოდენ უსუსურები ვყოფილვართ. გვაჩვენა, რომ სიცოცხლე შეუფასებელია და მას წინ ვერაფერი დაუდგება. დაგვანახვა, რომ ძალაუფლება, სიმდიდრე პირობითია. დაგვარწმუნა, რომ სამყარო ერთიანია და დედამიწა ყველასია...

ნატა, ისევ აწკრიალდება სკოლის ზარი, აჟრიამულდება სკოლის ეზო, აჭრიალდება ჩაჟანგული რკინის კარის ანჯამები, აკაკუნდება დაფაზე ცარცი, აშრიალდება ქაღალდები, გადაიფურცლება საკლასო ჟურნალები, გახშირდება საკლასო მაჯისცემა, იქნება დაღლა, სიხარული, წარმატებები, მცირედი წყენა, იმედგაცრუება, რწმენა და იმედი. გაგრძელდება თაობების ცვლა, ხოლო ჩვენი დღევანდელი ყოფა წარსულ მოგონებად შემოგვრჩება...

არასოდეს დაივიწყო, ნატა, ის ნაწნავებიანი პატარა გოგო…

ჩვენ ისევ შევხვდებით!…ამის დროც მოვა!…

ამიტომაც დავრჩეთ სახლში!

                                ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანონი მამულაიშვილი

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება