სიახლეები
სკოლები

„მომენატრა ჩემი სკოლის დერეფანში აჟრიამულებული ბავშვები, ზარის ხმაც...“ - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
27-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის​ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე და საქართველოს ორგზის ჩემპიონია ბირთვის კვრაში მანანა მიქაძე, „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს. მის ნამუშევარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ჩემთვის გაუსაძლისია ამ უჩვეულო სიწყნარეში ცხოვრება,სადაც,ერთი თვის წინ, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყავი და დროს ვატარებდი, მაგრამ ამ სიშორემ უფრო მასწავლა სიყვარული და მონატრება. ეს გრძნობები ადამიანების მიმართ უფრო მყარი გახდა... სიყვარული დიდი რამ ყოფილა და განშორება საყვარელ ადამიანებთან კი გაუსაძლისი. ძნელია, როცა გენატრება ყველა. ჩემი სკოლა ჩემი მასწავლებლები, მეგობრები მომენატრა... ამან მასწავლა ბევრი რამ და ისეთ დეტალებზე დამაფიქრა, რაზეც ადრე არასდროს მიფიქრია. მომენატრა ჩემი სკოლის დერეფანში აჟრიამულებული ბავშვების ხილვა, ზარის ხმაც მომენატრა... მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. ისევ შევაღებთ სკოლის კარებს და წინ ძალიან ბედნიერი დღეები გველოდება... ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს! მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს, გვწამდეს რომ დაბრკოლებები ადვილად დაიძლევა და ვერცერთი დაავადება ვერ შეძლებს ჩვენს დაჩოქებას... სადაც სიყვარული ძლიერია, იქ განსაცდელი მარტივად მარცხდება!..

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება