სიახლეები
სკოლები

„ვიღაცამ გადაწყვიტა გამოეცადა ადამიანობის კოეფიციენტი“ - ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი - „როცა გაზაფხული მოვა“
27-04-2020
-
+


„როცა გაზაფხული მოვა“ - ასე ასათაურებს საკუთარ ჩანახატს ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიკა ჯაფარიძე, რომელიც პანდემიის შედეგად შეცვლილ რეალობაზე საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


                                                                        „როცა გაზაფხული მოვა“

2019 წლის გაზაფხულზე, რომ გეკითხათ - მინდოდა  თუ არა ერთი თვით მოვწყვეტილიყავი სამყაროს და საკუთარი თავისთვის მომეწყო არდადეგებ, უმალვე გიპასუხებდით, რომ - კი.

ახლა კი როდესაც ამ ოცნებამ რეალობაში გადმოუნაცვლა, როცა მართლა მოვწყდი ქაოსურ ქალაქს, სკოლასა და რეპეტიტორებს ვგრძნობ უდიდეს დისკომფორტს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე... 

და იმასაც ახლა ვიაზრებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სკოლას ჩვენს ცხოვრებაში.

დედამიწას სიყვარული ატრიალებსო, თუ ეს სიმართლეა, რაც დღეს საქართველოში ხდება, დედამიწას მხოლოდ ის სიყვარული და სიკეთე ეყოფა უსასრულოდ რომ იტრიალოს...

დღეს მე სახლში ვრჩები თქვენთვის!

სახლში ყოფნით თუ სამყაროს გადავარჩენდით, ოდესმე წარმოგედგინათ?!

ზოგიერთებს ესეც კი ერთულებათ...

არადა იქ, ზემოთ, ან სულაც ქვემოთ, ვიღაცამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გამოეცადა ადამიანობის კოეფიციენტი და სამყარო ერთ პლათფორმაზე დაპაუზდა...

- დიახ, დღესდღეისობით ჩვენ დროებით დაპაუზებულ სამყაროში გვიწევს არსებობა.

ვიბრძვით და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ!

როდესაც გავიგეთ, რომ ამ დაავადებამ მასიური სახე მიიღო, მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორები ვიყავით აქამდე. აღარ არსებობს "შენ", "მე", "ის"... დღეიდან ერთი ცხოვრება გვაქვს, ოღონდ ერთი მეტრის დაშორებით.

სწორედ "covid 19"-მა დაგვანახა, რომ - ამ ქვეყანაში სიკეთე ვირუსზე სწრაფად ვრცელდება!

მეორე თვალით თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ნათლად და მკაფიოდ დავინახავთ, რომ დედამიწამ ნამდვილად დაისვენა. ჰაერი გასუფთავდა, ეკოსისტემა წარმატებულ ნაბუჯებს დგამს წინ.
ლოცვა გავაძლიერეთ, მე კი დავრწმუნდი ამ გამითქმის ჭეშმარიტებაში, რომ მხოლოდ მაშინ გვახსენდება ღმერთი რიდესაც გაგვიჭირდება. 

რწმენა არ დაკარგოთ.

დამიჯერეთ მალე გამოანათებს გაზაფხულის მზის სხივი, ჩაძინებულ და გადაღლილ  დედამიწას სიცოცხლეს აგრძნობინებს, მზე ღრმად ამოისუნთქებს თავის ყვითელ სხივებს ბუნებას ტანში ჩაუღვრის და ენძლას შეხედავს, ენძელა გაინაბება და ვეღარ დამალავს მისდამი სიყვარულს, გაეღიმება და ტანს აიყრის მხრებს შეარხევს და მზეს მიეფიცხება. ოქროსავით აბრჭყვიალდება ყვითელი საოცრება, მზე...

მალე ჰაერი შეზავდება მზის მწველი სხივებით, ჩამიცხება, მაგრამ მთის ნიავი დააშრიალებს ხის მსუბუქ კაბას...
ამას კი მე, ყველაზე ბედნიერ დღეს დავარქმევ როცა "ჩვენი" გაზაფხული მოვა...

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ ერო და ბერო! 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება