სიახლეები


„უბრალოდ გააკეთე ყველაფერი, რომ ბედნიერი იყო“ - კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის ჩანახატი
27-04-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ვიკა ფოლადიშვილი კორონავირუსის გამო შეცვლილ რეალობაზე ჩანახატს წერს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს.აბიტურიენტის მიერ გადმოცემულ სათქმელს ჩვენ უცვლელად გთავზობთ:


დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მიზეზი მე თვითონაც არ ვიცი, ალბათ ჩემი მუზები ისვენებდნენ, თუმცა ახლა აქ არიან, ჩემს გვერდით დგანან და უხარიათ, რომ კალამი მიჭირავს ხელში, კალამი, რომელიც ჩემს აზრებს თეთრ ფურცელზე უხეშად კაწრავს. ჩემი კალამი სისხლისფერია, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.

სად ვარ? არ ვიცი მგონი სახლში ვარ, დანამდვილებით ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გაგცემთ, ჩემთვის სიტყვა სახლის განმარტება სულ სხვანაირად ჟღერს, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა აქვს. 

არ შემიძლია ავხსნა ამ წამს ჩემს თავში რა ხდება, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი სულაც არ მინდა ამ საკითხზე საუბარი, უბრალოდ ქაოსი შემექმნება ფურცელზე, მაგრამ ეს იმდენად დალაგებული ქაოსია აქამდე, რომ ვერსად მოისმენდით. ფიქრობთ, რომ ახლა მოისმენთ? - რა თქმა უნდა, არა. არაა საჭირო, აუხსნელის ახსნა ვცადოთ ადამიანებმა და იმედი გვქონდეს, რომ რამე გამოვა, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. 
 
თვალები დახუჭე! ახლა იმ წამს გადახედე, დაძინებამდე რომ დგება, იქნებ მიხვდე, რომ შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი უაზრობაში გაფლანგე. იცი რამდენი დაგრჩა სიკვდილამდე? პარადოქსია რომ არ იცი მაგრამ დამიჯერე ეს დრო ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ადამიანი სიცოცხლით დაკმაყოფილდეს, ყველაფერს მიხვდეს და იცხოვროს ისე, როგორც ევალება. ხედავ რას აქვს მნიშნელობა? ხვდები, რამდენი ფაქტი უნდა გადააფასო, რომ თვალი გაახილო? ვიცი, რომ მაინც ვერ ხვდები, შენ ხომ ადამიანი ხარ, ადამიანი, რომელიც თავის ისედაც  მოკლე სიცოცხლეს სხვების ლანძღვასა და გაკრიტიკებაში უფრო მეტად ამოკლებს. 

ახლა როცა "სახლში" ხარ, ერთადერთი რამის თქმა მინდა,  იცოდე, რომ შენი წამზომი მიდის, გაიღვიძე მეგობარო!  არც ისე ბევრი დაგრჩა, უბრალოდ გააკეთე ყველაფერი, რომ ბედნიერი იყო და დამიჯერე, როცა შენი ბოლო წამი დადგება მიხვდები, რომ ეს ამად ღირდა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება