მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სიბაშვილი (პედაგოგი ზაირა გამყრელიძე) კონკურსის - „დააბრუნე ენაში შენი სიტყვა“ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
მარიამის მიერ შემოთავაზებული, ენაში გააქტიურების კანდიდატია სიტყვა ნეკერი.
„მე ვარ მე-11 კლასის მოსწავლე და დიდი სურვილი მაქვს, მცირეოდენი წვლილი მაინც შევიტანო ჩემი მშობლიური ენის განვითარებაში. ამისთვის გამოვიყენე სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი ქართული - ქართული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონი და ავირჩიე სიტყვა ნეკერი.
ნეკერი ქართული სიტყვაა და, საბას განმარტებით, ნიშნავს „ხის კუკურს, ზამთარ წარმოჩენილს“, ანუ ზამთარში გამოსულ კვირტს. ჩემი აზრით, ეს სიტყვა კეთილხმოვანია, სასიამოვნოდ წარმოსათქმელი, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ამირჩევია იგი ჩვენს ენაში დასაბრუნებლად. ჩემთვის ეს სიტყვა იმედთან ასოცირდება. იმ ჟამთან, როდესაც ყოველგვარი იმედი გადაწურულია და უეცრად გამობრწყინდება იმედის ვარსკვლავი, როგორც ზამთარში გამოსული კვირტი - ნეკერი“, -აღნიშნავს მარიამი.
„საკონკურსო კომისიამ მოიწონა მარიამის შემოთავაზება. ნეკერი შეტანილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში შემდეგი მნიშვნელობით - „კვირტებიანი ხის ნორჩი ტოტი“. ამავე მნიშვნელობით შეიტანა ეს სიტყვა საკონკურსო კომისიამ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში ინგლისური სიტყვის sprout ერთ-ერთ ქართულ შესატყვისად“, - ამბობს პედაგოგი ზაირა გამყრელიძე.
აღნიშნული კონკურსი სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დაიგეგმა და მისი მიზანი იყო ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წარმოჩენა ქართველი ახალგაზრდებისათვის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს