სიახლეები
სკოლები

ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დედამიწის დღეს კვირეული მიუძღვნეს
28-04-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის ღრელის საჯარო სკოლაში დედამიწის კვირეული ჩატარდა. კვირეული დედამიწის დღეს მიეძღვნა და მასში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები, მონდომებით ჩაერთვნენ. სკოლა ამ დღეს ყოველ წელს აღნიშნავს, წელს კი დედამიწის დღე დისტანციურ რეჟიმში აღინიშნა.

„დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. აგერ უკვე მერამდენე წელიწადია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლა აქტიურად ერთვება ამ ღონისძიებაში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლსთან დაკავშირებით წელს ცოტა სხვა ფორმატით მოგვიწია მუშაობა, თუმცა განსხვავებული და საინტერესოც კი იყო მოსწავლეების დაინტერესებაც და ჩართულობაც.

ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

მოსწავლეები და მასწავლებლები განმარტავენ, რომ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს თითოეული ადამიანისათვის, რადგან დედამიწაზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია, დღეს მაღალი თვითშეგნება და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა ამ საკითხისადმი სამშობლოს, ქვეყნის, ერისა და კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის პედაგოგებს ნინო შველიძესა და ნინო ივანიძეს აქტიური თანამშრომლობისათვის, ქვემოთ წარმოდგენილი  ნახატები, ცოცხალი ყვავილებისგან შემქმნილი კოლაჟი და ვიდეონამუშევარი სწორედ არნიშნულ ონლაინღონისძებას „დედამიწის კვირეული ჩემს სკოლაში“ მიუძღვნეს, მადლობას იმსახურებენ  ჩვენი პატარები : 1-ლი კლასის მოსწავლე ილია ნებაძე, მეორე კლასის მოსწავლე ნუგზარ ნებაძე, მესამე კლასის მოსწავლე მარიამ ნებაძე, მესამე კლასის მოსწავლეები: ქრისტინე და მიშიკო მელიქიძეები, მეოთხე კლასის მოსწავლეები: ბარბარე ოქრომელიძე, გივიკო იაძე, ირაკლი ლომიძე, ნიკოლოზ მაისურაძე“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში

სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა

გუნდების/კლასების შექმნის რამდენიმე გზა მასწავლებლებისთვის:


ბაღების მომსახურებით 200 ბავშვი ვერ სარგებლობს - ბიუჯეტი

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს 

პანსიონატში ბავშვებს ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი გარემო დახვდათ

ეს დღე კი დაგვირგვინდა თოვლის ბაბუის სტუმრობით, რომელმაც ბავშვებს დიდი სიხარული მიანიჭა

მოსწავლეთა შემოქმედებითმა და საშემსრულებლო ოსტატობამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს 

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება