სიახლეები
სკოლები

„დედამიწის უხილავი მტერი - COVID-19“ - აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი დვალიშვილი კორონავირუსზე სტატიას გვთავაზობს
28-04-2020
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ნინი დვალიშვილი ახალი უხილავი მტრის, კოვიდ-19 ის შესახებ სტატიას გვთავაზობს.

    „დედამიწის უხილავი მტერი“ - COVID 19

ხალხი სიცოცხლის დიდმა სიყვარულმა მოიცვა, როდესაც მსოფლიოს უხილავი მტერი - COVID 19 მოევლინა...ყველაფერი მრავალფერი  გახდა და  გადარჩენის  წყურვილმა ზოგს ბრძოლისუნარიანობა ჩაუნერგა, ზოგს კი - ნანატრი სიცოცხლე წაართვა.

სანამ საუბარს დავიწყებდე  კორონავირუსზე, მინდა მიმოვიხილო ის პანდემიები, რომელსაც მსოფლიომ გაუძლო და უძლებს დღემდე.

გრიპის ვირუსი, როგორც წესი, მუდმივ მოდიფიკაციას განიცდის, ამიტომაც მსოფლიოს ისტორიას ახსოვს პანდემიის რამდენიმე შემთხვევა, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ესპანური გრიპი, რომელმაც 100 მილიონზე მეტ ადამიანს წაართვა სიცოცხლე, ატიპური პლევმონია 813 მსხვერპლით,  ფრინველის გრიპი 384 ლეტალური შემთხვევით, ღორის გრიპი 5000-ზე მეტი გარდაცვლილით და ებოლას ვირუსი, აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც ყველაზე ძლიერ ვირუსად იწოდება.

მინდა ვისაუბროთ ჩვენს ახალ მტერზე - კორონავირუსზე, რომელმაც ყველასგან შეუმჩნევლად, უხილავი ბიძგებით სახლში გამოკეტა საზოგადოების დიდი ნაწილი.

რა არის კორონავირუსი? - ეს არის რესპირატორული დაავადება. ის მსოფლიოში ჩინეთის  ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა. კოვიდ-19 კორონავირუსების ოჯახს განეკუთვნება და აქამდე უცნობი ვირუსია.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან?

  • დავრჩეთ სახლში.
  • დეზინფექცია გავუკეთოთ იმ ნივთებს და ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ვეხებით.
  • დავიცვათ პირადი ჰიგიენა.
  • არ მივმართოთ ტრადიციულ მცენარეულ მედიცინას.

რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, ვფიქრობ, დავძლევთ ამ დაბრკოლებას და ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა, ყველაფერს, რაც კი არსებობს, მათ შორის კორონავირუსსაც, კაცობრიობისთვის მოაქვს დადებითი შედეგებიც კი.

ამ მოვლენებმა ძალიან ბევრი ადამიანი შეცვალა, ადრე ადამიანები არ ფიქრობდნენ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. როცა ჩინეთში გავრცელდა ეს ვირუსი, სხვა ქვეყნებს არ დაუწესებიათ რაიმე შეზღუდვები, ახლა უკვე მთელ დედამიწას მოედო ეს სენი და ყველა დაფიქრდა.

კორონავირუსი გვირგვინია, ვიღაც ღვთისგან მიიღებს გვირგვინს, ვიღაც ეშმაკისგან. ჩემი აზრით, იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გადაგვარჩენს და გადაგვალახინებს ამ პრობლემას.

ჩვენ, ადამიანებმა, სულიერი სიმშვიდე უნდა  ვპოვოთ, სულიერი სიმშვიდისთვის კი ლოცვა საუკეთესო გამოსავალია.

მაშასადამე, როგორც რეკომენდაციებს, აგრეთვე რწმენას და რელიგიასაც შეუძლია ჩვენი გადარჩენა.

ვფიქრობ, „ყველა განსაცდელი წავა და ბედნიერება მოვა“, არასდროს ვკარგავ იმედს, ნუ დაკარგავთ თქვენც!

სტატია გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება