სიახლეები
სკოლები

„ვწუხვარ დედაზე, რომელიც ემიგრანტია და ვერ მოახერხა ოჯახში დაბრუნება“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის ჩანაწერი
28-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამთა დოლიძე პანდემიით შეცვლილ რეალობაზე საკუთარ ჩანახატში წერს, სადაც ჩაშლილ გეგმებსა და მონატრებაზე საუბრობს. მოსწავლე წუხს ემიგრანტ დედაზე, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ მოახერხა.

გაეცანით თამთა დოლიძის ნამუშევარს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:

                                                მონატრების 1 თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ 

დადგა გაზაფხული, ხეებმა კვირტები გამოიღეს და ბუნებას გამოცოცხლება დაეტყო, აყვავდა ხეები. გაზაფხული ძალაში შევიდა. მეგობრები გაზაფხულის დადგომასთან ერთად ათასნაირ გეგმებს ვისახავდით, თუ სად გაგვეტარებინა უქმეები, მაგრამ ბრძენ კაცს უთქვამს: "კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო", ასეც დაგვემართა. გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში უხილავი მტერი შემოვიდა. ჯერ აქა-იქ გაისმოდა მასზე საუბარი. შემდეგ მასიური სახე მიიღო. დღეებს დღეები მისდევს. შეგვიწყდა გაკვეთილები დროებით დავშორდით სკოლას, მასწავლებლებს, თანაკლასელებს. კორონა ვირუსმა გამოიწვია გზების ჩაკეტვა, შეჩერდა მოძრაობა, სიჩუმემ მოიცვა გზატკეცილები. დავშორდით მეგობრებს, კლასელებს, ნათესავებს, თანასოფლელებს. გამოვიკეტეთ საკუთარ სახლებში, რათა დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე, გავუფრთხილდეთ მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს. დღეები გარბიან და მასთან ერთად ძლიერდება უხილავი მტერიც. რამდენი სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოში გავრცელებულმა დაავადებამ. ერთი თვეა ჩვენი ქვეყანა ებძვის ამ დაავადებას, მან ერთმანეთთან თანადგომა, გასაჭირში ხელის შეშველება, ურთიერთობა და პატივისცემა მასწავლა. თანამოძმეთა ტკივილის გაზიარების საშუალება მომცა და საკუთარ თავთან ფიქრის დრო მომცა. დიდი მონატრება მაქვს მეგობრების, თანატოლების. მენატრება ყოველი წუთი, წამი მათთან გატარებული. მინდა მათი მხიარული, ჟრიამული მესმოდეს ყოველ წამს. მენატრება ჩემ თანაკლასელებთან ერთად იმ გზას გავუდგე რომელსაც ჩვენი კლასის ყველაზე დიდ ტკივილთან მივყავართ, ჩვენი თეოს სასაფლაოსთან. ვწუხვარ დედაზე, რომელიც ემიგრანტია და ვერ მოახერხა ოჯახში დაბრუნება. მართალია ჩვენმა მთავრობამ იზრუნა ემიგრანტებზე, ბევრი მათგანი დაუბრუნდა ოჯახს, მაგრამ რამდენი დარჩა სხვის მიწაზე?

არ შემიძლია არ ვთქვა რამოდენიმე სიტყვა ჩვენს ექიმებზე, რომლებიც თავდაუზოგავად იბძვიან ჩვენთვის. ჩვენი ექიმების დამსახურებით ბევრი გამოჯანმრთელდა, ჩვეულებრივ ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ. მადლობა თითოეულ მათგანს ვინც, დღეს ჩვენი ჯამრთელობის სადარაჯოზე დგანან. 

თურმე როგორი მზრუნველები ვყოფილვართ, გამოიყენეთ ეს დრო და დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე, ბევრი რამის შეცვლას მოისურვებთ. ვისურვებ მალე მოღებოდეს ბოლო ვირუსის არსებობას. გავაგრძელოთ სწავლა როგორც თვეების წინ. ვუსურვებ ყველას ჯამრთელობას და დარჩით სახლში, თქვენთვის და თქვენი გვერდში მყოფების სიცოცხლისთვის. 

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება