სიახლეები
სკოლები

„ერთმანეთის სიყვარული, მონატრება, ზრუნვა და ერთმანეთის დაკარგვის შიში გადაგვარჩენს“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე
28-04-2020
-
+


„ამ ვირუსის წყალობით დავუახლოვდით ადამიანები ერთმანეთს არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან გვაკლდა“ - წერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ია მესხიძე საკუთარ ჩანახატში. მოსწავლის მიერ კორონავირუსის პანდემიით შეცვლილი რეალობის შესახებ გადმოცემულ ნამუშევარს, ოპტიმისტური დასასრული აქვს: „ესეც გაივლის“ გავიღიმოთ...


                                                   რა  მასწავლა  სიჩუმემ ... რა მასწავლა მონატრებამ...?!

რა მასწავლა სიჩუმემ... რა მასწავლა მონატრებამ... რთულია, მაგრამ შესაძლებელი, ისაუბრო ან წერო იმაზე, რაც ხალხს ასე აწუხებს, რთულია დღევანდელ რეალობასთან შეგუებაც, მაგრამ საჭირო იმისათვის, რომ გადავრჩეთ. ყველამ კარგად ვიცით, დღეს რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ. რომ არა ეს ვერაგი ვირუსი, ჩვენ, ადამიანები ბევრ რამეს ვერ მივხვდებოდით, ეს შანსია, რომ სიყვარული გავიხსენოთ, მონატრება გავიხსენოთ, ხო შანსია, რომ ჩვენი შეცდომები, ჩვენს თავთან მაინც, ვაღიაროთ...იცით რა მასწავლა სიჩუმემ? ის, რომ ბევრ რაღაცას აქამდე არ ვაფასებდი. სიყვარული მასწავლა, მონატრება მასწავლა, მასწავლა რაზე ღირს წუწუნი და რაზე არა... სკოლა მომენატრა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული მომენატრა, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, 10 წელია სკოლა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რა დრო გასულა, და ის ახლა უნდა დამეფასებინა? თანაკლასელები, მეგობრები მომენატრნენ, მასწავლებლები მომენატრნენ.                                   

ეს იმ მონატრებას არ ჰგავს საზაფხულო არდადეგების დროს რომ განვიცდიდი ხოლმე... არ ვიცი ეს თვისება რას უნდა მივაწეროთ, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყნად ტყუილად და ასე უბრალოდ, უმიზეზოდ არაფერი ხდება, ახლაც ასეა, კი მესმის, რომ რთულია, მოსაბეზრებელია ისიც ვიცი, რომ ყველას გვეშინია, მაგრამ ყოველთვის არსებობს რაღაც დადებითი, ამ ვირუსის წყალობით დავუახლოვდით ადამიანები ერთმანეთს არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან გვაკლდა. ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთზე ზრუნვა, ლოცვა, ჩვენ დავიწყეთ ერთმანეთის სიცოცხლეზე ფიქრი და ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოიხატება.   

ჩვენ მხოლოდ ახლა დავაფასეთ ის გმირები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ აქამდეც არსებობდნენ - ექიმები, პოლიციელები, მესაზღვრეები და ყველა ის თითოეული ადამიანი ვინც დღეს ასე ღელავს და ზრუნავს ჩვენზე. ალბათ ტყუილად არ უთქვამთ „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. იცით კიდევ რას მივხვდი? იმას, რომ ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი გრძნობა შიშია, რა თქმა უნდა სიყვარულის შემდეგ, ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, იმიტომ რომ ერთმანეთის დაკარგვის გვეშინია. ამიტომაც, გავუფრთხილდეთ საკუთართან ერთად სხვების სიცოცხლესაც, ეს ხომ რთული არაა.არც სახლში ყოფნაა რთული და მით უმეტეს არც ცუდი. ფუჭი დრო არ არსებობს, თუ ამ დროს სწორად ვიყენებთ. მე მჯერა, რომ გადავრჩებით, ერთმანეთის სიყვარული, მონატრება ერთმანეთზე ლოცვა, ზრუნვა და ერთმანეთის დაკარგვის შიში გადაგვარჩენს... „ესეც გაივლის“ გავიღიმოთ...


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება