სიახლეები
სკოლები

„კორონავირუსი გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს პრიორიტეტებს“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
28-04-2020
-
+


ერთად ყველაფრის დამარცხებას შევძლებთ! - ასეთი ოპტიმისტური დასასრული აქვს თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა მეფარიშვილის ჩანახატს. მოსწავლე ნამუშევარს „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში გვიზიარებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი პრიორიტეტების გადახედვას გვაიძულებს. 

მსოფლიოში პანდემიაა, ექიმები უხილავი მტრის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვიან. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

კორონავირუსი გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს პრიორიტეტებს. მთელი კაცობრიობა, ვირუსის დამარცხების შემდეგ, ცხოვრებას სულ სხვაგვარად გავაგრძელებთ.

ბუნება დაიღალა ჩვენი ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის უგულებელყოფით, მაგრამ პატარა ვირუსმა უცებ გამოგვაფხიზლა და დაგვანახა სინამდვილეში რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისათვის.

ვირუსი არ არჩევს ადამიანებს თავიანთი პრიორიტეტების მიხედვით, ის ყველასათვის ერთია.

ჩაგვკეტა საკუთარ სახლებში რათა მეტი დრო გავატაროთ ოჯახის წევრებთან. მოგვანატრა მეგობრები, მასწავლებლები, ახლობლები  და მიგვახვედრა მათ ფასს.

შევწყვიტეთ მოხუცების პატივისცემა, ამიტომ მივიღეთ ეს დაავადება, რომ გაგვხსენებოდა, თუ რამდენად დაუცველნი არიან ისინი.

შევწყვიტეთ სამედიცინო მუშაკების დაფასება და ახლა მათ გარეშე შეუძლებელია ვირუსის დამარცხება.

თავისუფალ დროს ვატარებდით სავაჭრო ცენტრებში და არ გვესმოდა, რომ ბედნიერების ყიდვა შეუძლებელია.

ეს დაავადება ჩვენგან ბევრს იღებს, მაგრამ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი ვისწავლოთ და გავიგოთ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში.

ერთმანეთის მონატრების მიუხედავად, აუცილებელია დავრჩეთ სახლში და დავიცვათ წესები.

ერთად ყველაფრის დამარცხებას შევძლებთ!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება