TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამყარო აღარ იქნება ძველებური“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
29-04-2020
-
+


„არ დაკარგო არც ერთი წამი, რადგან წამის დაკარგვა მთელი ცხოვრების დაკარგვის ტოლფასია“ - კაფკას სიტყვებს იშველიებს და დროის სწორად გამოყენებაზე წერს საკუთარ ჩანახატზში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიკა ჯინჭარაძე. მის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

                                                  მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?!

გათენდა... ირგვლივ სიჩუმე გაბატონებულიყო... სამყარომ, მოულოდნელად, ახალ რეალობაში გაიღვიძა. ეს ის რეალობაა, რომელმაც მსოფლიო გააერთიანა და დიდი გლობალური გამოწვევის წინაშე დააყენა. ეს არის ომი უხილავ მტერთან. ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი თეთრხალათიანები იბრძვიან, იბრძვიან მთავარი საქმისთვის - ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ამბის „მთავარ გმირს“ უყვარს და ებრძვის უპასუხისმგებლო, კანონდამრღვევ ადამიანებს, სამაგიეროდ ეშინია ადამიანური თანადგომის.

ის, რაც ადრე მხოლოდ ფილმებში მენახა და წიგნებში წამეკითხა, ახლა ჩემ თვალწინ ხდება. ვხედავ დაცარიელებულ, დადუმებულ, მკვდარ ქალაქებს, ქუჩებს, სოფლებს, რომლებიც ოდესღაც სიცოცხლით იყვნენ სავსე. ვხედავ ადამიანების თვალებზე ცრემლს - დედის ცრემლს, რომელიც შვილს შორიდან გლოვობს, მოხუცის ცრემლს, რომელიც ცდილობს თავისი მწუხარება გულში ჩაიკლას და რომელიც ძმას უკანასკნელ გზაზე ვერ აცილებს. ხმაური წავიდა და თან წაიღო სკოლაში გატარებული გაზაფხულის ლამაზი დღეები, ცხოვრების რუტინა, სამაგიეროდ კი დაისადგურა სიჩუმემ, რომელმაც მოიტანა უამრავი სევდა. ახალმა ცხოვრებამ მოგვანატრა ადამიანების, მეგობრების ხელების სითბო, ჩახუტება, პირისპირ საუბარი. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც ერთ თვეში მოხდა და მაინც რა არის ეს წუთისოფელი? ზოგჯერ მთელი ცხოვრების სატანჯველს ერთ თვეში გამოგატარებს, მაგრამ ყველაფერი ხომ უკეთესობისთვის ხდება. ყველაფერს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და, რა თქმა უნდა, არც ეს პანდემიაა გამონაკლისი. მასაც აქვს რაღაც დადებითი, მიუხედავად ამდენი უარყოფითი ზეგავლენისა. სიჩუმემ და სიშორემ გვასწავლა ერთმანეთის, დროის და, რაც მთავარია, ჯანმრთელობის ფასი. გავაანალიზე, რომ ადამიანი სანამ არ კარგავს ვერ აფასებს, რომ ზოგჯერ არამც თუ წუთი, წამიც კი გადამწყვეტია, რომ დრო ფუჭად არ უნდა დავკარგოთ და ყოველი წამი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. „არ დაკარგო არც ერთი წამი, რადგან წამის დაკარგვა მთელი ცხოვრების დაკარგვის ტოლფასია“, - ამბობს ფრანც კაფკა. დღევანდელმა რეალობამ ადამიანებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა და დააფიქრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და ამ ჭეშმარიტების შესახებ მცირედი ეჭვიც კი გააქრო, რომ ზოგჯერ როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება თანამედროვე მედიცინის მიღწევებიც კი უძლური რჩება. დედამიწა „ისვენებსო“ ბევრიც ასე აფასებს ამ მოვლენას. ვინაიდან, მოიმატა ჰაერში ჟანგბადის ოდენობამ, ოზონის ხვრელი დაპატარავდა. აღსანიშნავია, რომ ხალხი განსაკუთრებით გააერთიანა ეპიდემიამ.

იქიდან გამომდინარე, რომ კარანტინის დროს შედარებით მეტი თავისუფალი დრო მაქვს ვცდილობ, რომ ეს დღეები ნაყოფიერი გავხადო, ვაკეთო ის, რისი კეთებაც აქამდე მინდოდა, მაგრამ საშუალება არ მომეცა და რაც მთავარია მეტი დრო გავატარო ოჯახთან ერთად.

ფაქტი ერთია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამყარო აღარ იქნება ძველებური. ამ მდგომარეობაში გვჭირდება მეტი პოზიტივი, რწმენა იმისა, რომ ერთად დავამარცხებთ ვირუსს! დავრჩეთ სახლში! გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას! როგორც სოლომონ ბრძენი იტყოდა „ესეც გაივლის“...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება