სიახლეები
სკოლები

„გავერთიანდეთ და სიყვარული გადაგვარჩენს“ - თბილისის N2 სკოლის მოსწავლე მარიამ ღრუბელაშვილი ჩანახატს გვიზიარებს
28-04-2020
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ღრუბელაშვილი მსოფლიოში შექმნილ ვითრებას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლემ თავის ფიქრებს ერთად მოუყარა თავი და გაგვიზიარა, თუ რაზე დააფიქრა თვითიზოლაციამ.

რა გვასწავლა სიჩუმემ

სიჩუმემ დამაფიქრა

ჩვენი-ადამიანების ქაოტური ცხოვრება შენელებული და შეჩერებულია. უბნებსა თუ ქუჩებში სიცარიელეა და უსიცოცხლობა იგრძნობა. ვებრძვით უჩვეულო, უხილავ მტერს, რომელიც არ ვიცით როდის დამარცხდება, არ ვიცით როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, დისტანციური კომუნიკაციისა და ონლაინ ურთიერთობის გარეშე.

ადამიანის მამოძრავებელი ძალა, ვფიქრობ, სიყვარულია და დღეს, ამ მძიმე მდგომარეობის ჟამს გვეკრძალება ერთმანეთის, მეგობრების, ძვირფასი ადამიანების ნახვა, მოსიყვარულება, ჩახუტება, მიმძიმს ეს ყველაფერი....

მიმძიმს ის, რომ ვერ ვეხმარებით სხვებს, ის, რომ ვერ გავდივარ გარეთ და ვერ  ვნახულობ მეგობრებს, ადამიანებს. ის, რომ ყოველდღიურად ასეულობით მატულობს გარდაცვლილი მსოფლიოში და თითოეული ჩვენგანი გულის სიღრმეში შიშს გრძნობს.

ვცდილობთ, იმედით შევფუთოთ და ერთმანეთი ვანუგეშოთ, რომ ეს კოშმარი მალე დასრულდება და დასვენებულ დედამიწაზე გრძელი და მტანჯველი სიზმრის შემდეგ უფრო ბედნიერები გავიღვიძებთ...

დღესდღეობით მსოფლიო მედ-პერსონალი გაერთიანებულია და ერთად ცდილობენ ხალხის გადარჩენას, ნამდვილად ვამაყობ მათით, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ „გმირს“, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე დგანან.

ასეთია ამჟამად მსოფლიო მდგომარეობა...ყველა სახლშია და სიჩუმის ხმა ისმის...რომელმაც მასწავლა, რომ უნდა დავაფასო ის რაც მაქვს, გამაჩნია, რადგან შეიძლება დადგეს დრო რომ ეს ყველაფერი ნატვრად გადამექცეს.

ახლა ყველანი ერთმა სურვილმა გაგვაერთიანა, დავიბრუნოთ ჩვეული ცხოვრება (რომელსაც რატომღაც არ ვაფასებდით  და ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩემი, შენი თუ სხვის გადასარჩენად - დავრჩეთ სახლში) !

გავერთიანდეთ და სიყვარული გადაგვარჩენს....

დარჩი სახლში....

                           მარიამ ღრუბელაშვილი
თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება