მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ვიკა ტაბატაძე „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში თავის ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
ალბათ ვინმეს მოუვიდოდა თავში აზრად, ასეთი კითხვა, თუ რა უნდა მასწავლოს სიჩუმემ? ანდა რისი სწავლება შეუძლია მას? ალბათ არც არაფრის!... და დღეს, რა რეალობის წინაშეც ვდგავართ სიჩუმე არ არის?! არის!... სიჩუმეზე მეტიც არის.
პანდემია, რომელმაც ასე შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, მე ვფიქრობ, დაუჯერებელია, და ამავდროულად წარმოუდგენელიც. ხალხის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, გადაადგილება შეიზღუდა, ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
- რა არის ის, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის?
პასუხი: Covid.19 ანუ, იგივე „უჩინარი მტერი“. მტერი, რომელიც თვალით უხილავი, „მსოფლიოს ჭირი“ და ხელშეუხებელია; მტერი, რომელმაც სახლებში გამოგვკეტა, ცხოვრება შეგვიცვალა და გარეთ გასვლა აგვიკრძალა. მისი შიშით, ქუჩები დაცარიელდა, თითქოს და მსოფლიო მიტოვებულ ბინას, ნასახლარებს, უბინადრო სივრცეს დაემსგავსა. ერთი შეხედვით იგი სასტიკ, დაუნდობელსა და გამანადგურებელს ჰგავს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ორი მხარე: კარგი და ცუდი. ეს მისი ცუდი მხარეა.
ალბათ, იკითხავთ: როგორ შეიძლება, მტერს, რომელმაც ასე შეცვალა მსოფლიოს ყოველდღიურობა, კარგი მხარე გააჩნდეს?!
მე გეტყვით: არ გედავებით, რომ მართლაც შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი რეალობის წინაშე ვდგანვართ; არ გედავებით, რომ „უჩინარმა მტერმა“ ათასობით ხალხს წაართვა სიცოცხლის უფლება; არ გედავებით, რომ პანდემია რომელიც ასე დაუნდობელია, არ არჩევს ასაკს, რასას, კანის ფერს და სხვას და სხვას, საშინელი და სასტიკია, მაგრამ, ნუ ავარიდებთ თვალს იმ ყველაფერს, რაც ამ „მტერმა“ გვასწავლა.
ახლა კი დავუბრუნდები თემის დასაწყისში დასმულ კითხვას: რა უნდა მასწავლოს სიჩუმემ? ანდა რისი სწავლება შეუძლია მას? საკმარისია ოდნავ შევავლოთ თვალი დღევანდელ რეალობას და ყველაფერი ნათქვამია: ერთ დროს წარმოუდგენელი ახლა - რეალობაა.
ხალხს ბევრი რამ მონატრებად ექცა: ენატრებათ, ქუჩები, ერთ დროს ხალხით სავსე ახლა კი, ცარიელი; ენატრებათ, სტუმრები, სტუმრობა, ერთი სიტყვით მოგზაურობა, არამარტო სხვა ქვეყნებში, არამედ ნათესავებთან, სამეგობრო წრეში გართობა თანამშრომლებთან ერთად დროს ტარება;... მათ შორის მეც ვისწავლე ბევრი რამ, რასაც აქამდე ვერ, ან არ ვაფასებდი: მენატრება სკოლა, მოსწავლეებითა და მასწავლებლებით სავსე სკოლის ეზო; მენატრება, თანაკლასელები, მეგობრები. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც თანაკლასელები, თუნდაც სკოლა, მასწავლებლები, ჩემში მონატრების გრძნობას გამოიწვევდა. ახლა ვიცი და მივხვდი თუ რაოდენ საჭირო ყოფილა ყოველივე ეს, არამარტო განათლებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ადამიანი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ადამიანთა ერთობლიობის გარეშე, საზოგადოება არ იქმნება.
და ბოლოს, რადგანაც მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ დავრჩეთ სახლში და დაველოდოთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოგიწოდებთ მეც, რომ დარჩეთ სახლში რათა, გადარჩეს სამყარო, არ გავრცელდეს და პირიქით, უკეთესობისაკენ შეიცვალოს ყველაფერი, #დარჩისახლში რადგან, მხოლოდ ამით შეგვიძლია დავეხმაროთ, მათ ვინც ასე თავდადებით იბრძვის სამყაროს გადასარჩენად.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...