სიახლეები
სკოლები

„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბუნების დაცვის მნიშვნელობას საინტერესო ნაშრომი მიუძღვნა
28-04-2020
-
+


„გავუფრთხილდეთ დედამიწას“ - წალენჯიხის N7 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე მარიამ აბულაძე საინტერესო ნამუშევარს გვთავაზობს. მოსწავლე თავის ნაშრომში წერს, თუ რამდენ ზიანს აყენებს ადამიანი ბუნებას.

გავუფრთხილდეთ  დედამიწას

ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია, ის გვაძლევს ჰაერს, რითიც ვსუნთქავთ, წყალს რასაც ვსვამთ, მიწა, რომელზეც ჩვენ დავდივართ გვაძლევს საკვებს, ეს ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა იდეალურადაა შერწყმული. ქვის ხანიდან მოყოლებული ადამიანებმა დაიწყეს ამ ჰარმონიის შეცვლა, მაგრამ მას შემდეგ რაც ადამიანებმა გამოიგონეს ელექტრო ენერგია და საწვავი ინტენსიურად მოიპოვებდნენ ნავთობს, მეოცე საუკუნეში ნამდვილი ბუმი იყო, რადგან მოსახლეობა იზრდებოდა და შესაბამისად მოთხოვნაც მეტი იყო, ამ ყველაფერმა მსოფლიო მოიცვა ადამიანებმა დაიწყეს ბუნებით ვაჭრობა ისე, რომ არ ფიქრობენ მის შედეგებზე.

ჩვენმა გლობალურმა განვითარებამ კატასტროფული შედეგი გამოიღო, ყოველ წლიურად ადამიანები 10 მილიარდ ტონაზე მეტ საწვავს მოიხმარენ, ამასთანავე საწვავის გადამუშავებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობით მომწამლავი კვამლი, რომელიც აზიანებს ატმოსფეროს, ასევე ავრცელებს კანცერაგენურ და მუტაგენურ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის საშინელ დაავადებებს. ადამიანების 80% სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს, დღესდღეისობით ქალაქებში ჰაერის დაბინძურება 15-ჯერ მეტია, ვიდრე სოფლებში და 150-ჯერ მეტია, ვიდრე ოკეანეში. სხვადასხვა ქიმიური შენაერთებისგან ზიანდება ოზონის შრე, რომელიც იცავს დედამიწას არამარტო ჟანგბადის დაკარგვისგან, არამედ ულტრაიისფერი სხივებისგანაც, რომელსაც შეუძლია მთელი დედამიწის განადგურება, ასევე ზედაპირულად დაბინძურებული წყლით ირწყვება 80% სასოფლო სამეურენეო მიწები, დაბინძურებულ მდინარეებს ოკეანეებში ჩააქვთ სხვადასხვა მავნე ნივთიერებები, თანამედროვე შეწამვლის მეთოდები კი ნამდვილი ბუნების გამანადგურებელია. ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, მაგრამ სინამდვილეში ბუნებას დიდი ზიანი ადგება. ყოველ წლიურად ოკეანეში ჩაედინება 30 000 სახეობის მომწამლავი ქიმიური ნივთიერება, ყველაფერი ეს აღწევს მილიარდობით ტონას, მათ შორის 10 მილიონს წარმოადგენს ნავთობი, ისინი ჟონავენ გემებიდან და ტანკერებიდან. ოკეანის სანაპირობის 80% დაბინძურებულია ნავთობით. ყოველ წლიურად ოკეანეში ხვდება 260 მილიონი ტონა პლასტმასის ნივთები, მეტიც, უკვე არსებობს პლასტმასის ნივთების კუნძული, უმრავლესობა ასეთი კუნძულებისა არის წყნარ ოკეანეში. ყოველწლიურად 2 მილიარდი კანალიზაციის მილი აბინძურებს ოკეანეს. ყოველწლიურად ნადგურდება 13 მილიონი ჰექტარი ტყე (ეს ზომა უტოლდება საბერძნეთის ტერიტორიის ფართობს). აფრიკის ტყეები 70% არის განადგურებული. ამაზონის ჯუნგლები 60%. სამხრეთ აზიის 88%. 50 წლის წინ დედამიწის 15% იყო უდაბნო. ამ დროისთვის 60%-ია უდაბნო და თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ ბუნების განადგურება, შესაძლოა, ტროპიკული ტყე საერთოდ აღარ გვქონდეს. საინტერესოა, კიდევ რამდენი წელი უნდა გამოიყენონ ადამიანებმა დედამიწის რესურსები. ადამიანები დედამიწას ანადგურებენ ისე, რომ საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მათი ერთადერთი სახლია. ადამიანების მოქმედება ყოველდღიურად ანადგურებს დედამიწას. ყოველდღიურად ემატება ახალი ნაგავი, მომწამლავი ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ ზედაპირზეა, ყოველივე ეს, რასაც ადამიანები ჩადიან სპობს დედამიწას, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმაზე თუ, როგორ გაუძლებს ყოველივე ამას დედამიწა, მაგრამ ფაქტი დარჩება ფაქტად. ნახევარი საუკუნის წინ დედამიწის 1% იტანჯებოდა ამ პრობლემით, ახლა კი ამ ზღვარმა 10%-მდე მიაღწია და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

იხილეთ ფოტოები

ჩანაწერი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება