TOP ნიუსი
სიახლეები


„დღე, რომელიც ბედნიერად არ დამამახსოვრდება“ - ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
28-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლიზი წულუკიძე კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე ჩანახატს წერს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. გაეცანით მოსწავლის მიერ გადმოცემულ სათქმელს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

2011 წლის 15 სექტემბერი... დღე, როცა პირველად შევაღე სკოლის კარები შესანიშნავი დღე იყო... დღე, რომელიც არასდროს არ განმეორდება... დღეებს ბევრს დავითვლით, მაგრამ ის ერთადერთი იქნება. ცხოვრების ასპარეზიც ხომ აქედან იწყება. უამრავი ბავშვი, მასწავლებელი, რომლებიც თავს გვეხვეოდნენ და ცდილობდნენ დიდი ოჯახის წევრი გავმხდარიყავით. თითოული ჩემი თანატოლი... დიახ, ეს ჩემი და შენი ოჯახია, მაგრამ განსხვავებული ოჯახი, სადაც უძვირფასეს 12 წელს გაატარებ, შემდეგ კი გამოეცლები და შენს ადგილს სხვა ჩაანაცვლებს... 2020 წლის 2 მარტი... დღე, რომელიც ისე ბედნიერად არ დამამახსოვრდება, როგორც სხვა დღეები... დიახ, არ დამამახსოვრდება არც მე და არც რომელიმე ჩვენგანს. ეს იყო დღე, როცა უნდა დამეტოვებინა გაურკვეველი ვადით ჩემი საყვარელი კლასი... სკოლა, რომელშიც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი 9 წელი მაქვს გატარებული, ჩემი პირველი მერხი, რომელზედაც პირველად დავდე დედაენა და ,,აი იას" ვსწავლობდი... დიახ, გამიჭირდა... წარმოიდგინეთ, ძაალიან გამიჭირდა..... დღეს კი, როცა პანდემიამ დაიწყო მძვინვარება, მე ჩემი სახლიდან გავყურებ სევდიანი თვალებით სკოლას და ისიც ისეთივე ნაღვლიანია, როგორიც მე და შენ...იცით როგორია მისი მზერა? მოლოდინით სავსე... დიახ მოლოდინით სავსე... მახსენებს ყოველ წამს თუ წუთს... მინდა ისევ მესმოდეს ჟრიამულის ხმა, ზარის წკრიალი, ბავშვების გადაძახილი, მსუბუქი ნაბიჯები, კარების ჭრიალი, წიგნების შრიალი...მაგრა ახლა? ახლა ისეთი სიწყნარეა, როგორიც არასდროს... ვგრძნობ, როგორ უბერავს ნიავი სკოლის ეზოს და ვგრძნობ, როგორ მიაქვს ნელ-ნელა სევდიანი და ერთფეროვანი დღეები... იცით რაზე ვფიქრობ?! თუ აქამდე როგორ არ ვაფასებდი ჩემი ცხოვრების ულამაზეს თითოეულ დღეს...ვაღიარებ, არ ვაფასებდი ისე, როგორც საჭირო იყო და ამას ძალიან ვნანობ, რადგან უკვე გავითავისე ყოველი წამი და წუთი, ყოველი საათი, ყოველი დღე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. მენატრება! ძალიან მენატრება! მაგრამ... ასე რომ დავრჩეთ სახლში იქამდე და გავცეთ უსაზღვრო სიყვარული და სითბო!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება