სიახლეები
სკოლები

„მერე კი როცა ისევ შევხვდებით, თქვენგან უამრავ ხმაურს ვიჩუქებ!“  - გუდაურის საჯარო სკოლის მასწავლებელ ცისანა ქვრივიშვილის ლექსი და ჩანახატი
28-04-2020
-
+


გაივლის თითქოს არც კი ყოფილა
ასე ხანგრძლივი ჩემი სიჩუმე…
მერე კი როცა ისევ შევხვდებით.
თქვენგან უამრავ ხმაურს ვიჩუქებ! 

ეს სტრიქონი გუდაურის საჯარო სკოლის მასწავლებელ ცისანა ქვრივიშვილს, საკლასო ოთახებში დასადგურებულმა სიჩუმემ და სკოლის მონატრების ერთმა თვემ დააწერინა. ლექსთან ერთად მასწავლებელი ჩანახატსაც გვიზიარებს, სადაც საკუთარ განცდებს გადმოსცემს. პედაგოგის ნააზრევს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 

                                     მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ

აღარ მახსოვს 13, 14, თუ 15 მარტი იყო (ამდენი ხნით სახლში გამომწყვდეული თარიღებს რომ ვეღარ ვიმახსოვრებ მგონი მეპატიება) ამ დღეების განმავლობაში ყოველთვის მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემს მოსწავლეებთან ხანგრძლივად მომიწევდა გამომშვიდობება. და ასეც მოხდა…

 სოფელ გუდაურის პატარა სკოლაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში 16 მარტს სკოლის ზარი აღარ დაირეკა. 16 მარტს როცა წესით და რიგით სასწავლო პროცესი უნდა განახლებულიყო, ჩემი მასწავლებლობის განმავლობაში პირველად ჩავატარე ონლაინ გაკვეთილი, მესენჯერის ჩათში.

ძალიან ძნელია გადმოვცე იმ პირველი გაკვეთილის განცდები. ჯერ ვერ ვხვდებოდი როგორ მოვქცეულიყავი. ასჯერ დაწერილ ტექსტს ვშლიდი. ვწერდი და ვშლიდი ხმოვან თუ ვიდეო შეტყობინებებს. ბოლოს მარტივი ხერხი მოვიფიქრე, ფურცელზე დაწერილ ტექსტსა და დავალებებს ფოტო გადავუღე და ასე გავგზავნე მესენჯერში. 

მაშინვე მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ონლაინ გაკვეთილების ჩატარება გამიჭირდებოდა, არა მხოლოდ უხარისხო ინტერნეტის გამო( ისე ძალიან სასაცილო სიტუაციაში ვარ. მთებში ჩამალულ სოფელში, ჩემი ტელეფონი ინტერნეტს მხოლოდ ეზოს ერთ წერტილში იჭერს. ხან მე მჭირდება მოსწავლეებთან დარეკვა, ხან ჩემს სამ შვილს ურეკავენ მასწავლებლები და ვდგევართ ასე მორიგეობით ეზოში მე და ჩემი შვილები და ვგზავნით, ვიბარებთ და ვაბარებთ გაკვეთილებს 
 
არა…გაკვეთილების ჩატარება პირდაპირი კომუნიკაციის არ ქონის გამო უფრო გამიჭირდა. ვინც მიცნობს ყველამ იცის ლაპარაკი როგორ მიყვარს ან იქნებ უფრო სწორია თუ ვიტყვი რომ მიყვარდა…

დაუსრულებლად შემეძლო მელაპარაკა მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახში…ახლა კი ვხვდები, რომ  ს ი ჩ უ მ ე მ- ს ი ჩ უ მ ე  მ ა ს წ ა ვ ლ ა !!!  ოჯახშიც შეიცვალა დამოკიდებულება. ყოველთვის თუ მე ვსაუბრობდი, სამსახურიდან დაბრუნებული გამუდმებით ვმოძღვრავდი და ჭკუას ვარიგებდი შვილებს, ახლა მივხვდი, რომ უფრო მეტს ვუსმენ. უფროსი გოგონა 12 წლისაა და მხოლოდ ეხლა აღმოვაჩინე მისი ინტერესები, სურვილები, ემოციები და ფიქრები. მივხვდი, რომ შუათანა ვაჟს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს, ხოლო სულ პატარა, პირველკლასელი ნინი, შესანიშნავი მოსაუბრეა. და ეს იმიტომ რომ აქამდე სულ დაკავებული დედა ვიყავი და არასდროს მქონდა დრო შვილების მოსასმენად, მათთან ერთად სათამაშოდ, ან თუნდაც ძილის წინ ზღაპრების წასაკითხად. 

სკოლაში დაახლოებით 60 მოსწავლეა. ინგლისურს ვასწავლი და ყველა მოსწავლის მშობელთან მიწევს ამ ონლაინ სწავლების დროს კომუნიკაცია და ერთი სასიამოვნო და დადებითი რამ შევნიშნე: ის მშობლებიც კი, რომლებიც ნაკლებად ერეოდნენ სასწავლო პროცესში, აქტიურად ჩაერთნენ დისტანციურ სწავლებაში. არა მხოლოდ დედები, მამებიც აქტიურობენ, ეხმარებიან შვილებს დავალების მომზადებაში, გადმოგზავნაში, ინტერნეტ კომუნიკაციაში. ბევრ მშობელს გამოუთავისუფლდა დრო შვილებთან საურთიერთობოდ და ჩემსავით ბევრმა ისწავლა  ს ი ჩ უ მ ე -სიჩუმე რათა შვილებმა ისაუბრონ, აქამდე დაფარული ფიქრები და ოცნებები გამოამზეურონ, ყოველ საღამოს იცეკვონ, იმღერონ, ითამაშონ(რასაც აქამდე იშვიათად ახერხებდნენ).
 
დიახ, მე სიჩუმე ვისწავლე. მთებში ჩამალულ, ისედაც მუდმივად სიჩუმეში ჩაფლულ სოფელში, მეც გავჩუმდი… და ვუსმენ შვილებს, მოსწავლეებს და იმ პატარა მთის მდინარეს სახლის წინ რომ მიედინება და სიცოცხლეზე მესაუბრება. ახლა მე ჩუმად ვარ, მდინარე კი მიყვება რომ მარადიული არაფერია და ესეც გაივლის…
                           
                       გაივლის თითქოს არც კი ყოფილა,
                       ასე ხანგრძლივი ჩემი სიჩუმე…
                       მერე კი როცა ისევ შევხვდებით.
                       თქვენგან უამრავ ხმაურს ვიჩუქებ!

მიყვარხართ ჩემო მოსწავლეებო, კოლეგებო, მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო.

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ   და  დაე, ამ სიჩუმეში მხოლოდ სიცოცხლემ და სიყვარულმა იხმაუროს მთელს დედამიწაზე…  

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება