სიახლეები
სამასწავლებლო

რა სიურპრიზს უმზადებს მეთორმეტეკლასელებს N12 სკოლის დირექტორი მედეია გურგენაძე - „მომავალი თაობა იდეალურია, მთავარია, ჩვენ როგორები ვართ!“
01-05-2020
-
+


კომენდანტის საათი კარგა ხნის დაწყებული იყო, ინტერვიუსთვის რომ მოიცალა. ასე ასწავლის მათემატიკას თბილისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მედეია გურგენაძე, რომელმაც Etaloni.ge-სთან სიამაყით აღნიშნა - ჩვენი სკოლა დისტანციურ სწავლებაში აქტიურად ჩაერთო და ეს, ერთმუშტად შეკრული კოლექტივის დამსახურებააო. თავიდან კი, სკოლაში მუშაობა სწორედ ბავშვების სიყვარულმა გადაწყვტინა, მოგვიანებით, არც დირექტორის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას შეუშინდა და მოსწავლეებსაც ხშირად უმეორებს - არ იცით, ჩემთვის რას წარმოადგენთო; სხვათა შორის, არც მეთორმეტეკლასელების დატოვებას აპირებს ბოლო ზარის გარეშე. რა სიურპრიზს უმზადებს N12 საჯარო სკოლის დირექტორი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და ზოგადად, როგორ მართავს სკოლას - მედეია გურგენაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას, პედაგოგებმაც, მოსწავლეებმაც და მშობლებმაც ძალიან იაქტიურეს. მიმაჩნია, რომ ამას დიდი ხნის ურთიერთობა ედო საფუძვლად; ოპერატიულად მოხდა დარეგისტირირება - კარგი IT-მენეჯერი გვყავს; ბავშვებიც მარტივად შემოვიდნენ კონტაქტში - მონდომებულები იყვნენ, მონატრებულები...  ზოგადად, შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ  ჩვენი სკოლის კოლექტივი არ არის იმხელა, ერთმანეთს ხმა ვერ მივაწვდინოთ; ისედაც შეკრული კოლექტივია, ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ; ეს ურთიერთობები სწორედ სასწავლო პერიოდში ყალიბდება, თორემ ფორსმაჟორში წარმოუდგენელია სხვაგვარად ააწყო საქმე -  ვერაფერს მოაწესრიგებ, თუ მანამდე არ არის ურთიერთობები სათანადო დონეზე; პედაგოგებს ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ჩემი იმედი, ისევე, როგორც მე მეიმედებიან ისინი.

- ფორსამჟორში ჩანს გუნდის სახე, ქალბატონო მედეია, თქვენ როგორი გუნდი გყავთ?

- ერთს ვიტყვი -  80 წლის ორი პედაგოგი მყავს; ერთი დოქტორია, მეორე - უფროსი მასწავლებელი... ისინი რომ იქნებიან ჩართულები და არ შეეზარებათ ნებისმიერი სიახლის მიღება, ახალგაზრდები, მით უმეტეს, ვერ იქნებიან პასიურები... ეს მომთხოვნი პოზიცია კი არა,  თანამშრომლობაა, პასუხისმგებლიანი ურთიერთობა და როდესაც კოლექტივი მთლიანობაში პატიოსანი და ერთგულია, იქ ყველაფერი გამოდის.

ეს კარგი ხელმძღვანელის დამსახურებად მიმაჩნია...

- ამაზე, აჯობებს, სხვამ ისაუბროს.

- მკაცრი ხართ?

- მგონია, რომ არ ვარ მკაცრი - ბუნებით, დემოკრატი ვარ.

- დემოკრატი ბრძანდებით მოსწავლეებთანაც?

- დიახ, დემოკრატი ვარ და სკოლაშიც დემოკრატია გვაქვს; მარტივ მაგალითს გეტყვით - როდესაც ონლაინ-გაკვეთილს ვატარებ, ყოფილა შემთხვევა, ბავშვებს უთქვამთ, ცოტა დავისვენოთო... არ არის პრობლემა, ვისვენებთ და შემდეგ განვაგრძობთ მეცადინეობას. ანგარიშს ყოველთვის ვუწევ.

- თუმცა, თქვენს დემოკრატიულ სკოლაში წელს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი არ დაირეკება.

- ბოლო ზარი - ეს კანონი და ნორმა კი არა, ადამიანების ურთიერთობის გამოხატულებაა, ერთმანეთთან გამომშვიდობების საშუალება, ერთი ლამაზი დღე... მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს - ასეთ სიტუაციაში, ზოგჯერ მოვახერხებთ ლამაზად დამშვიდობებას და ზოგჯერ - ვერ; თუმცა, კრეატიულმა ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს რაღაც...

- სიურპრიზს უმზადებთ მეთორმეტეკლასელებს?

- არ მინდა, წინასწარ გავაჟღერო... ვნახოთ, ვაპირებთ, იმედია გამოგვივა.

- ცოტა თქვენზეც მიამბეთ, მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- პროფესიით მათემატიკოსი ვარ, მასწავლებლობა კი ბავშვების სიყვარულმა განაპირობა.  ბავშვების სიყვარული ის ძალაა, რომელიც მე, პირადად, ყველაფერს შემაძლებინებს. კლასში რომ შევსულვარ, არაერთხელ მითქვამს -  თქვენ ხომ არ იცით, რას წარმოადგენთ ჩემთვის!



- დამწყები მასწავლებელი წარმოიდგენდით, სკოლის დირექტორი თუ გახდებოდით?

- ცხოვრებამ მოიტანა თითქოს... დირექტორის გამოცდაზე გასვლა იყო იმ კოლექტივის ინიციატივა, სადაც ვმუშაობდი;  ასე აეწყო და როდესაც კოლექტივისგან სითბოს, სიყვარულს, პატივისცემას გრძნობ, მერე უკვე ვალდებულებაც არის, ამ ხალხს არ უღალატო.

- არ შეგეშინდათ პასუხისმგებლობის? - იყო დირექტორი და მართო, ალბათ არ არის ადვილი.

- შიში, ზოგადად, არ არის კარგი რამ... იმას არ ვამბობ, ადამიანი იყოს გაუფრთხილებელი, მაგრამ შიში ნაკლებად მახასიათებს. შეიძლება, თავდაჯერება ზედმეტი და არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები და იმდენი ჭკუა-გონებაც ეყოს, თუ ვერ გაუმკლავდება, მერე სხვა გზა აირჩიოს. სხვა სფეროში თავი ვერც წარმომიდგენია, იმდენად მიყვარს ბავშვები, ახალგაზრდები, რომ ჩემთვის ტერმინი „ცელქი ბავშვი“ არ არსებობს - სხვა თვალით ვუყურებ მათ.

- და როგორია თქვენი თვალით დანახული მომავალი თაობა?

- იდეალური! მთავარია, ჩვენ როგორები ვართ! მაინც მგონია, რომ ჩვენი სახეა ჩვენი მომავალი თაობა და ვერაფრით შევხედავ კრიტიკული თვალით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება