სიახლეები
სკოლები

„დავირუსებული მსოფლიო“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლის ქეთევან თამარაშვილის ჩანახატი
29-04-2020
-
+


„დავირუსებული მსოფლიო“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ქეთევან თამარაშვილი საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე ჩანახატს გვთავაზობს. მოსწავლე თვითიზოლაციაში თავის ემოციებს და ყოველდღიურ საქმიანობას აღწერს.

დავირუსებული მსოფლიო

კორონა ვირუსით შევშინდით ყველა.

ვეღარ გავდივართ სახლიდან ვერსად,

დახურეს, დაკეტეს, ჩვენი სკოლები,

ვეღარ გვნახულობენ ჩვენი მეგობრები“

მსოფლიოში მძვინვარებს კოვიდ-19, ვირუსი რომელის გამოჩენიდან მალევე გამოცხადდა პანდემიად.  როგორც უხილავი მტერი მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. ქუჩაში ხალხი აღარ დადის, აღარც ტრანსპორტი მოძრაობს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მსოფლიო დიდ გასაჭირში ჩავარდა. კორონავირუსის გამო დაიკეტა სკოლები, მაღაზიები, ვეღარ გავდივართ გარეთ, ვერ ვნახულობთ ჩვენს მეგობრებს და ვეღარ ვთამაშობთ მათთან ერთად. სკოლების დაკეტვამ აუცილებელი გახადა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება..ასეთი გაკვეთილები მომწონს, მომწონს ტელესკოლაც, თუმცა ამ ყველაფერს სკოლა მირჩევნია. სახლში ყოფნა პირადად ჩემთვის ცოტა მოსაწყენია. მიუხედავად იმისა, დროის უმეტეს ნაწილს წიგნის კითხვას ვუთმობ, ასევე მუდამ ჩართული ვარ ონლაინ გაკვეთილებში. სახლში ყოფნამ სხვადასხვა ჰობიც გამიჩინა. მაგალითად, ვისწავლე გემრიელი ნამცხვრების გამოცხობა. დილით, როდესაც ვდგები, ყოველთვის ვვარჯიშობ. ასევე მეტი დრო მაქვს ჩემს ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად. მუდამ ერთად ვართ, ერთად გაგვყავს დრო სხვადასხვა თამაშებით.

ძალიან მომენატრა სკოლა ჩემი საყვარელი მასწავლებლები და ჩემი მეგობრები. იმედია მსოფლიო მალე დაამარცხებს ვერაგ მტერს. მე მჯერა ჩვენი ექიმების. მჯერა, რომ თავისი დაუღალავი შრომით და ჩვენი თანადგომით შეძლებენ ამას. ჩვენი ვალია დავიცვათ წესები. რათა დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი.

#დარჩითსახლში

#ყველაფერი კარგად იქნება

                                                                                 ქეთევან თამარაშვილი

                                               სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება