მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესს აქტიურად განაგრძობენ. მოსწავლეებს არც მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ და ასეთ დღეებსაც დისტანციურად, ნამუშევრებით აღნიშნავენ. ამჯერად, IIIგ კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ხელნაწერები მიუძღვნეს.
„თბილისის N142 საჯარო სკოლა ცნობილია ღონისძიებათა თუ პროექტების ჩატარების სიმრავლით. შემოქმედებითი საღამოები, კონკურსები სასწავლო წლის II სემესტრში იყრის ხოლმე თავს, რის გამოც სპეციალური ცხრილი დგება, რათა ერთმანეთს არ დაემთხვეს ღონისძიებები, სააქტო დარბაზი თავისუფალი რომ იყოს. სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში გვეხმარებიან და ხელსაყრელ პირობებს გვიქმნიან დირექციის წარმომადგენლები ქალბატონები: ბელა ჩიტია და ირმა მუხიგულაშვილი.
მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, იმ დროს, როდესაც მსოფლიო მოსახლეობა უხილავ მტერს კოვიდ-19-ს ებრძვის სახლში დარჩენით, და ჩვენც, საქართველოს მოქალაქეები, ამ გამოწვევას მოქალაქეობრივი შეგნებით ვხვდებით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები სახლში ყოფნის დროს ფუჭად არ კარგავენ და მასწავლებლებთან ერთად დისტანციური სწავლების რეჟიმში ქმნიან ნამუშევრებს. განსაკუთრებით კი ეფერებიან ქართულ ენას. მართალია, 14 აპრილს, დედა ენის დღეს, სკოლას გრანდიოზული ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი, არსებული მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა, მაგრამ 142-ე საჯარო სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეებმა პაწაწუნა ხელებით ზოგი ძველ ასომთავრულს, ზოგი ახალ თანამედროვე მხედრულ ქართულ ანბანს მოეფერა, მოაწყვეს კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. კლასის დამრიგებელი ქალბატონი თეა ჯოლბორდი. მათთვის ხომ ყოველი დღე ქართული ენის სიწმინდის დაცვის დღეა, რაც გამოიხატება კლასში თუ დერეფანში მათივე შედგენილი შეცდომით დაწერილი ქართული სიტყვებისა თუ წინადადებების შესწორებით, რომელსაც ჰქვია, ვისაუბროთ და ვწეროთ მართებული ქართულით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ბევრ წარმატებულ დღეს ვუსურვებთ ლილიკოს“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც