სიახლეები
სკოლები

„უნდა გავუფრთხილდე ძვირფას ადამიანებსა და ნივთებს, მათი შანარჩუნება წიგნივითაა...“ - თამაკონის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის ჩანაწერი
29-04-2020
-
+



რა მასწავლა სიჩუმემ - ამ თემაზე საკუთარ სათქმელს ჩანახატში გვიზიარებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის  საჯარო  სკოლის X კლასის მოსწავლე თამარ  გაბუნია. მოსწავლე თანატოლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რჩევა-დარიგებები და დარჩენ სახლში.  


                                                           რა მასწავლა სიჩუმემ

ცხოვრება - ეს არის დროის მონაკვეთი წიფლის ხიდან მუხის ხემდე, რასაც ადამიანები ცალ-ცალკე განსხვავებული ტრაექტორიით გავდივართ, ზოგი საკვებს ოქროს კოვზით მიირთმევს, ზოგსაც კი ძვირფასეულობა თვალით არ უხილავს. 

ცხოვრების  გზა ფათერაკებითაა სავსე, რთულია დაბრკოლებების  გადალახვა, რადგან შეიძლება სადღაც ფეხი დაგიცურდეს და დაეცე, თუმცა  უნდა წამოდგე, ფარ-ხმალი არ დაყარო და სვლა გააგრძელო.

სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, ასე რომ იყოს ის წინასწარ განსჯიდა ვითარებას, ადვილად გადაწყვეტდა საკითხებს და ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება ექნებოდა დაბრკოლებების გარეშე, მაგრამ ეს ასე არაა, რადგანაც ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ, თუმცა სამწუხაროდ, ზოგს არ უნდა ამის დაჯერება, თავი სრულყოფილად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის, თითქოს მსოფლიოს მმართველი იყოს. სინამდვილეში კი ასეთი უნარის მქონე არის ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ან ავადმყოფი, სახელდობრ, ზეეგოისტი, ვინაიდან ასეთი ადამიანი ღმერთი ვერ იქნება ის თვისობრივად სნეულია და მკურნალობა სჭირდება, რამეთუ ამ დაავადებით ის გზადაგზა სცოდავს და ბევრიც ჰბაძავს.

დღეს კი ამ ცოდვილებმა დაღუპეს დედამიწა. ხმელეთი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ხალხთან ერთად ცოდვებით დამძიმდა, უკვე ვეღარ იტევს ამდენს, დაიღალა, უჭირს ტვირთის ტარება, მისგან გათავისუფლება უნდა.
ჩვენ ამ ყოველივეს გამო დავიტუქსეთ, სასჯელად კი კორონავირუსი მოგვევლინა, პირველ რიგში ეს არის სიტყვა, რომელიც უარყოფით ემოციებს იწვევს და ჟრუანტელს გვივლის, ამ სენმა ხორციელად დაგვაშორა და სულიერად გაგვაერთიანა,  მას ყველანი ერთად ვებრძვით, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.
არსებულმა ვითარებამ ხალხი დიდ მუშტად შეგვკრა  ვირუსის დასამარცხებლად, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ! ექიმები, რომლებიც ჩვენთვის თავდაუზოგავად შრომობენ  უნდა დავეხმაროთ, სახელდობრ, გავითვალისწინოთ მათი რჩევა-დარიგებები და დავრჩეთ სახლში, რამეთუ „არავინ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ჩვენ ყველანი ერთად“.

ეს ღვთის გაკვეთილია, სადაც ადამიანები ვსხედვართ მის წინაშე, ზოგი დინჯად უსმენს განგების მითითებებს, ზოგიც ზარმაცობს…

იმედია, ერთ მშვენიერ დღეს, ეს სასწავლო პროცესი სხეულის ჰიგიენის გარდა სულიერ სისუფთავესაც შეგვასწავლის, ღვთის დავალების არასწორად შესრულების შემდეგ, ალბათ, ადამიანი ჩაიხედავს საკუთარ გულში, დაფიქრდება შეცდომებზე და მსგავსს აღარ შესცოდავს.

ამრიგად, მეც ერთი, ჩვეულებრივი, ადამიანი ვარ, არასრულყოფილი და ცოდვილი, ამ დაავადებამ  დღის განრიგი შემიცვალა, კერძოდ, დამეწყო დისტანციური სწავლება, შემეზღუდა უფლებები, ამეკრძალა უშუალო კონტაქტი ჩემს საყვარელ ხალხთან, რის გამოც სახლში ვრჩები, თუმცა გარკვეულწილად ეს კარჩაკეტილობა ცხოვრებისეული გაკვეთილი გახდა, რითაც კიდევ უფრო განვამტკიცე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდე ჩემთვის ძვირფას ადამიანებსა და ნივთებს, რადგან მათი შანარჩუნება წიგნივითაა: დაწერას წლები სჭირდება, ხოლო წამები - დაწვას.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება