„ვინც ახლა ამას კითხულობთ, მოგიწოდებთ, მოეშვათ თავის მოკატუნებას“ - საზღვარგარეთ მცხოვრები ინკოგნიტო ქართველი მოსწავლის მიმართვა თანატოლებს
მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - ამ თემაზე etaloni.ge-ის მიერ დათმობილ თავისუფალ სივრცეს, არამხოლოდ საქართველოში, მის საზღვრებს გარეთაც გამოეხმაურნენ. მოსწავლე, რომელიც უცხოეთში სწავლობს, ჩანახატს გვიზიარებს, თუმცა საკუთარი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს და ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს. უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლის მიერ გადმოცემულ სათქმელს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: სოცილაურ ქსელში რაღაც კამპანიას წავაწყდი. ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით მსგავსი სათაურით - „რა მასწავლა სიჩუმის ერთმა თვემ“, კამპანიას, რონელსაც გაერთიანებული ჰყავს ძველი და ახალი თაობა, მასწვალებელი და მოსწავლე . თითქმის ყველას ჩანახატს გადავავლე თვალი და რატომღაც მგონია, რომ უდიდეს სიცრუეზე აგებულ მონათხრობებს ვკითხულობდი , ნაწერები უმეტესად უხილავ მტერზე იწერებოდა , რომელმაც ახალგაზრდების და არა მარტო მათი აზრით, ერთიანობა და უფრო მეტი სიყვარული ასწავლეს, ხედავნ როგორ ერთ მუშტად შეკრულნი ებრძვიან პანდემიას, ზოგიც ჟრიამულ მოყვარულ სკოლასთან სიშორეზე და მის უკიდეგანო სიმშვიდეზე წუხს, ზოგშიც, მართლაც რაღაც გულის წუხილი ჩანს და გრძნობები ნამდვილად ჟღერს და დაუწერელ ზღაპარს ჰყვება. მეც ჯერ კიდევ მოსწავლე ვარ, თუმცა მინდა , რომ ეს ჩანახატი თუ გამოქვეყნდება, ისევე იდუმალად დარჩეს, როგორც მისივე შემქმნელი. მოკლედ გიამბობთ იმ ერთ თვიან სიჩუმეზე , მე რომ ვყავარ მოცული და იმ რეალობაზეც , ჩემი თვალები , რომ ხედავს და საკმაოდ ნათლად აღიღქვამს .. სიჩუმეზე მოგიყვებით , რომელიც , ამ თავისი სიჩუმითაც კი , ზედმეტად რომ ხმაურობს. რას ეძახით ერთიანობას , რას ეძახით სიყვარულს? რა უნდა ესწავლებინა , ერთ თვიან სიჩუმეს და ცარიელ ქუჩებს? ის რაც ისედაც ვიცოდი? დიახ , ის რაც აქამდეც ვიცოდი და ყველამ ვიცოდით . ვის ხედავთ გამთლიანებულს? ან ტელევიზორს ვინ ადევნებთ თვალს? ვფიქრობ , რომ არც არავინ , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც ჩემსავით შეძლებდით დაგენახათ ის რეალობა, სადაც და რომელშიც დღეს ვართ. შეუძლებელია ერთმა თვემ ერთიანი გაგხადოს , შეუძლებელია იმაზე მეტი სიყვარული გასწავლოს ,ვიდრე იცოდი , შეუძლებელია ისე გაგითბოს სხეული ირგვლივ გაჟღენთილმა ისტორიებმა , რომ ამაზე წერილები წერო. თუმცა ზედმეტად შესაძლებელია , სახლში გამოკეტვის ერთმა თვემ , დაგანახვოს თუ ვინ ნამდვილია და ვინ არა , ვის სტკივა და ვის არა , ვინ საკუთარი თავისთვის იბრძვის და ვინ როგორც , საკუთარი, ასევე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად . მსგავს თემებში არასდროს ვრევ პოლიტიკას და მათ მიმდრვრებს და იცით რატომ? რასაც ვირჩევთ , იმას ვიღებთ. ერთიანობას ვხედავთ, იქ სადაც სცივათ , შიათ და სადაც თბილ სავარძლებში, მოკალათებულები , ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯნებს დასცქერიან! ერთიანები ვართ , როცა ღვთისგან ბოძებულს, ვსრესრთ და ძირს ვანარცხებთ , იმის გამო , რომ არ გაგვაჩნია არც კმაყოფილების და არც მადლიერების შეგრძნება , რომ დღეისთვის ეს საკმარისია . ერთნი ვართ , , როცა ვქილიკობთ , ერთნი ვართ , როცა ვლანძღავთ და სასოწარკვეთას მიცემულს, უარეს სიბულინგეს ვამსხვრევთ თავზე , ერთნი ვართ , როცა #დარჩისახლში მოწოდებულს , კრიტიკა გიჩნდება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე , რომ არ შეგიძლია გაჩერება , ჯერ საკუთარი სიცოცხლის გადაასარჩენად და მერე სხვა მრავალის ტანჯვის ხსნისთვის. დიახ , ამ საკითხებში მართლაც ერთნი ვართ და ყოველთვის ასე იყო , თუმცა შემოაბრუნეთ ყველა ზემოთ თქმული და თქვენ თვითონაც მიხვდებით , რომ თურმე საერთოდაც არ ვყოფილვართ ერთნი და სულაც არ გგავარ მე შენ, რომ ჩემთანაც მოვიდა გაზაფხული , მაგრამ ისევე მკვეთრ და სიყვარულით სავსე სხივებს ვერ გვტყორცნის მზე .. რა მაჩვენა სიჩუმემ? მაჩვენა , რომ გადაღლილმა დედამიწამ დაისვენა , რომ ადამიანისგან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს , რომ ჩხვლეტის გარეშე დაიწყო სუნთქვა, რომ თურმე ადამიანის ხელის ჩარევის გარეშეც შეუძლია ,ფერდობებზე ია-ვარდები მოჰფინოს . რა მაჩვენა ერთმა თვემ? სილამაზე . დიახ სილამაზე ნაჩვენა , სილამაზე იმ ადგილებისა , რომლებსაც აქამდე ვერ აღვიქვამდი და იცით რატომ ? იმიტომ , რომ ამას ადამიანები ვფარავდით უდიდესი და უსაზღვრო ჭუჭყით . უფრო მეტი სიყვარული , ვერ მასწავლა , რადგან როცა წრფელი გულით გიყვარს , მას ვერ გაზომავ , სიმშვიდის სუნი შემაგრძნობინა , ისიც მითხრა , რომ ოდესღაც დასვენებაც შესაძლებელია , თურმე შეიძლება , მუდამ დაძაბულს არ გეღვიძებოდეს , მუდამ არ გეშინოდეს ლექციაზე დაგვიანების და იქიდან გამოსულს არ გეტირებოდეს , წყვდიადი ღამის თეთრად გატარების , სამუშაო ფორმაში გამოწყობილს.. . ერთმა თვემ მასწავლა , რომ საკუთარი თავისთვისაც აუცილებელია გარკვეული დროის გამოყოფა , ნაადრევად , რომ არ ჩამოჭკნეს გაბადრული კანი .... და ერთმა თვემ მასწავლა , რომ ის სიყვარული ბოლომდე უნდა შეინარჩუნო , რომელიც არ იზომება.. და თქვენ ვინც ახლა ამას კითხულობთ , მოგიწოდებთ , რომ მოეშვათ თავის მოკატუნებას და ფართოდ გაახილოთ თვალები , რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთოთ და ის სიყვარული გაიმყაროთ, რომლითაც სული გიდგიათ , უფლის სიყვარული განიმტკიცოთ და იმაზე მეტად პასუხისმგებლობით აღივსოთ ვიდრე აქამდე იყავით .. დიახ , ამ პანდემიის ფონზე, მოგიწოდებთ , რომ დარჩეთსახლში , არა, მხოლოდ ჩთვსი , არამედ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის , ვისწავლოთ ორი ლუკმის შუაზე გაყოფა ... უფლის გწამდეთ და გჯეროდეთ .. ეს არ არის ბოლო და უკანასკნელი განსაცდელი , მსგავსს კიდევ მრავალს შევხვდებით , სწორედ იმ მორალით ,რომ უფლის სიყვარული ვისწაბლოთ ..
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში