TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

რას პასუხობს განათლების სამინისტრო სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურის განახევრებას ითხოვენ - „უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია“
07-05-2020
-
+


კორონავირუსის გამო პანდემიის გამოცხადებას არაერთი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. მათ შორის არიან სტუდენტებიც, რომლებიც სწავლის გადასახადს საკუთარი სახსრებით ფარავდნენ და შემოსავლის დაკარგვით ფინანსური ზარალი მიადგათ.

ასეთი სტუდენტების ნაწილი სწავლის გადასახადის განახევრებას ან გაუქმებას ითხოვს. Etaloni.ge-მა არაერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც სტუდენტების მოთხოვნებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მათთვის გაწეულ შეღავათებზე ვწერდით. სტუდენტები, რომლებიც გაზაფხულის სემესტრის გადასახადის გაუქმებას ან განახევრებას მოითხოვდნენ ისევ დილემის წინაშე დგანან, უნივერსიტეტების შეთავაზება კი სწავლის საფასურის გარკვეული პერიოდით გადავადებაზე, მათთვის შეღავათი არ არის, ვინაიდან რამდენიმე თვეში ამ სემესტრის თანხის გადახდაც მოუწევთ და ახალი სემესტრისაც.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტები ავტონომიით სარგებლობენ და თავად განსაზღვრავენ და განახორციელებენ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას, ჩვენ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით, რათა გაგვეგო, ხომ არ აპირებს უწყება სწავლის საფასური გადახდის გარკვეული შეღავათის დაწესებას სტუდენტებისთვის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებს დახმარება შესთავაზა.

როგორც განათლების სამინისტრომ განგვიცხადა, უმაღლეს სასწავლებლებს საკმაოდ ადრე მიმართეს რეკომენდაციით და მათივე შეფასებით, უნივერისტეტებიც ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას. 

„მოგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტონომიურები არიან და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და განახორციელებენ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა სწავლის საფასურის საშეღავათო რეჟიმისა და სტუდენტებზე მორგებული ინდივიდუალური გადახდის განრიგის შემუშავების შესახებ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლები ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებასა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ამ საკითხთან მიმართებაში ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

იხილეთ ასევე: შემდეგი ნაბიჯი მთავრობისთვის მიწერილი წერილია - პეტიციის ავტორი სტუდენტი გეგმებზე გვესაუბრება

აპირებენ თუ არა უნივერსიტეტები მეორე სემესტრის სწავლის საფასურის შემცირებას? - პასუხი სტუდენტების მოთხოვნაზე 

5 000-მდე სტუდენტი განათლების სამინისტროს მიმართავს - „განახევრდეს ან სრულად გაუქმდეს საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება