სიახლეები
სკოლები

„ჩემი ერთი დღის ფიქრები“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლის ჩანახატი
30-04-2020
-
+


„ჩემი ერთი დღის ფიქრები“ - მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე რუსუდან ქინძოძე თვითიზოლაციის პერიოდს ჩანახატს უძღვნის. მოსწავლე თავის ერთ დღეს აღწერს და გვიამბობს, თუ როგორ გაჰყავს დრო სახლში.                                                                                                                                                                                                         

ჩანახატი-„ჩემი ერთი დღის ფიქრები“

დღეს უკვე 26 აპრილია. უკვე 56 დღე გავიდა რაც სკოლაში აღარ დავდივარ. ამ დილას რაღაც უჩვეულოდ გამეღვიძა. არ ვიცი რატომ. ვერც იმ სიზმარს ვიხსენებ, რაც შეიძლებოდა დამსიზმრებოდა. ჩემი ოთახის ფანჯრიდან ბლის, ალუბლის, ატმის და კიდევ სხვადასხვა ხეხილის ბაღი მოჩანს. წამოვდექი გავიხედე ფანჯარაში. შევხედე საათს უკვე ცხრა საათია. ცოტა გადამიცილებია გაღვიძება იმ დროისთვის როცა სკოლაში წასასვლელად ვემზადებოდი ხოლმე. დაღონებული ისევ შევწექი ლოგინში და ფიქრებმა გამიტაცა. გავხედე ისევ აყვავებულ ხეებს რაღაც ჩემსავით დაღონებულნი მეჩვენნენ. ისევ ავდექი და გადავწიე ფარდა, რათა კარგად შემემოწმებინა მათი ყვავილები. გამეგო იქნებ რამე უჭირთ და მე შემეძლო შველა. არა ისევ ისეთი თვალებით მიყურებდნენ, არ მომჩვენებია. თითქოს აღარ მამხნევებდნენ წინა დღეებისნაირად. გულში დარდი უფრო მომეძალა. გამახსენდა ისევ ჩემი მეგობრები. ავიღე ტელეფონი მივწერე რამდენიმეს. ცოტა ხასიათზე მოვედი. გავუზიარე ჩემი გულისტკივილი. გამამხნევეს მათ, რუსუდან დაიყვავილეს შენი ბაღის ხეხილმა და ამიტომ გეჩვენება ასეო. გულზე მომეშვა.

მენატრებით ჩემო მეგობრებო, რომ არა თქვენ ვინ გამამხნევებდა. ავდექი საწოლიდან, ჩავრთე ტელევიზორი. მოვისმინე რამდენიმე ტელე-გაკვეთილი. ბევრი რამე გავიგე, რაც არ ვიცოდი. შევხედე კედელზე გაკრულ ონლაინ გაკვეთილების ცხრილს. გადავალაგე წიგნები და რვეულები ცალ-ცალკე. არ ჩამიდია ჩანთაში. ცოტა ვისაუზმე. მერე რამდენიმე საგანში ონლაინ გაკვეთილიც მოვისმინე. ბევრი ინფორმაცია და რჩევა მივიღე ჩემი საყვარელი მასწავლებლებისგანაც, რომლებიც  ძალიან მიყვარს და მენატრებიან. შემდეგ დედას მივეხმარე საქმიანობაში. ბაღში გამოვედი. ჩემს დაღვრემილ ხეებს ვესაუბრე. რას იზამთ, ასეთია ბუნების კანონი, ჯერ აყვავდებით, მერე ისევ დაგცვივდებათ ეგ ლამაზი ყვავილები. მაგრამ რა გინდათ, თქვენ ხო გემრიელ ნაყოფს იძლევით და სასარგებლო საქმეს აკეთებთ ჩვენთვის?!

უცბად ისევ გამახსენდა ეს მკვლელი ვირუსი, რომლის სახელიც აღარც კი მინდა წარმოვთქვა. რა უნდა ჩვენგან? რისთვის მოვიდა ამ საუცხოვო პლანეტაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. იქნებ ამაში მართლაც ადამიანების ბოროტი ხელი ურევია? თუ არადა რა დავაშავეთ ასეთი? ბევრი კითხვა მიჩნდება. იქნებ ვინმემ მიპასუხოთ. მინდა ყველა ადამიანმა ასეთი კითხვები დაუსვას თავის თავს და ვიცხოვროთ ისე, არა როგორც მარტო ჩვენ მოგვეწონებოდა არამედ სხვასაც.

არ ვიცი, სულ ეს იყო ჩემი ერთი დღის ფიქრები. ჩემო მკითხველო გამიხარდება, თუ შენც დაგაფიქრე რამეზე. ჩემი მიზანიც სწორედ  ეს იყო.

რუსუდან ქინძოძე
სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის  VI კლასის მოსწავლე
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება