მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედამიწის დღესთან დაკავშირებით წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პროექტი „მოუარე დედამიწას, დარგე ხე ეზოში“ განახორციელეს. პროექტის მიზანი იყო ეკოსისტემის დაცვისა და ზრუნვის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
„ჩვენი ეკოკლუბი სკოლის ეზო-გარემოს გამწვანებაზე ზრუნავდა, სკოლის ეზოში ხეივანისა და ყვავილების გაშენება გვქონდა გეგმაში, თუმცა არსებული სიტუაციებიდან გამომდინარე პროექტის მოდიფიცირება მოგვიხდა და გადავწყვიტეთ ის დრო და ენერგია, რაც სკოლის ეზოსთვის უნდა დაგვეთმო, ჩვენს ეზოებს დავუთმოთ და ამით შევიტანოთ წვლილი ჩვენი სოფლის ეკოსისტემის დაცვასა და გამრავალფეროვნებაში.
სოფელ გუმბათში თითქმის ყველგან გვხვდება ქლიავის, ტყემლის და ვაშლის ნერგები, რომლებიც ამოსულია ხეების ძირებში, თუ მათ გადავრგავთ და მოვუვლით, ეზოებსაც გაალამაზებს და დედამიწის მოვლაში ჩვენს მოკრძალებულ წვლილსაც შევიტანთ, ჩვენი ეკოკლუბის მიზანიც ესაა, საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ სახლში დარჩნენ და მოუარონ გარემოს ანუ ეზოს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც