მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
გაიცანით, თამარ და მარიამ ჭურკვეიძეები და მათ განათლებაზე განსაკუთრებულად მზრუნველი დედა. წარმატებული მოსწავლეები ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მეექვსე და მესამე კლასში სწავლობენ.
„ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს სულმოუთქმელად ველოდებით. განსაკუთრებით თვის ბოლო კვირა დღე გვიყვარს. ეს პროექტი ძალიან მოგვწონს. ის გვეხმარება სწავლის გაუმჯობესებაში. ვეცდებით ყურადღებით მოვეკიდოთ და შემდეგი თვის ტესტი უფრო წარმატებით გავიაროთ“,-აღნიშნავენ მოსწავლეები.
ჭურკვეიძეების ოჯახი უკვე მოემზადა 30 აპრილის „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტის დღისთვის.
თამარ და მარიამს წარმატებებს ვუსურვებთ!
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც