მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დარაბებს მიღმა დედამიწაა“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ჟენია მოსიძე საინტერესო ნამუშევარს გვთავაზობს:
დარაბებს მიღმა დედამიწაა
- ჰიუსტონ აფრენისთვის მზად ვართ!...
- ბატონო ბათუ, თქვენ ახლა აფრენისთვის არ ემზადებით!
- თქვენ არ მთხოვეთ მომეყოლა ყველაფერი?
- დიახ, დიახ! მაგრამ, მე გთხოვეთ მოგეყოლათ, თუ რა დაინახეთ კოსმოსიდან?!
- ქალბატონო ფსიქოლოგო, თქვენ ალბათ ვერ გამიგეთ! მთელი ხიბლი სწორედ ამბის სრულ ნაწილშია. რამდენიმე დეტალით ვერაფერს გაიგებთ.
- მაშ, კარგი. თქვენ მაინც ბოლო პაციენტი ხართ, ყურადღებით გისმენთ.
- ჰიუსტონ აფრენისთვის მზად ვართ!-ამ ფრაზით დაიწყო დიდი მოგზაურობა. ხომალდზე მშვიდად ვიჯექი, რომ ჩემი არსებობით არავინ შემეწუხებინა. აქ არავინ მიცნობდა, არავის ვიცნობდი. ხომალდზე უბილეთო მგზავრივით ვიყავი შეჭრილი.
- უკაცრავად, რაღაც ვერ გავიგე,(დოკუმენტების ფურცვლას იწყებს)თქვენ ასტრონავტი არ ხართ?
- არა, რა თქმა უნდა.
- ხვდებით მაინც, რომ ჯერ კიდევ მხოლოდ ამის გამო შემიძლია თქვენი სასამართლოსთვის გადაცემა?
- მაგრამ, თქვენ ხომ ამას არ გააკეთებთ, არა?
- არა, რა თქმა უნდა.(ფსიქოლოგმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ყური დამიგდო)
- მოკლედ ხომალდით გალაქტიკაში გავიჭერით, და...
- მაპატიეთ, რაღაც ისევ ვერ გავიგე.
- გისმენთ! -მძიმედ ამოვიხვნეშე ქალის ცნობისმოყვარეობისგან შეწუხებულმა.
- თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ხომალდზე ერთადერთი უცხო იყავით. ვერ დავიჯერებ იმას, რომ ხომალდზე ვერავინ შეგამჩნიათ, თუ რა თქმა უნდა უჩინმაჩინის მოსასხამი არ გქონდათ თან! (ფსიქოლოგი სათვალეს იხსნის და სიცილს ვერ იკავებს)
- როგორც ჩანს ძალიან გიტაცებთ ფილმები, მაგრამ ფრთხილად! ილუზიამ შეიძლება შორს გაგიტაცოთ. რაც შემეხება მე, როგორც ჩანს კარგად არ მისმენდით. მე ვთქვი, რომ არ მიცნობდნენ და არ ვიცნობდი, თუმცა არ მითქვამს, რომ არავინ იცოდა ჩემი იქ ყოფნის მიზეზი.
- და რა იყო თქვენი იქ ყოფნის მიზეზი თუ მიზანი?
- მოითმინეთ, პატარა ქალბატონო!
- გულმოდგინედ გისმენთ, ბატონო ბათუ.-სათვალეს იკეთებს და მუხლებს ეყრდნობა.
- ჰიუსტონ პრობლემა გვაქვს!-ეს იყო სიტყვები, რომლებიც პირველად გავიგე აფრენის შემდეგ. ფრენამ შოკში ჩამაგდო. მერწმუნეთ, ადვილი არაა გამოუცდელი ადამიანის კოსმოსში მოხვედრა.
- შემდეგ რა მოხდა?
- მისია ჩაიშალა.ხომალდის ბოლო ენერგიით ატმოსფეროში შემოვიჭერით, ვიღაცამ ერთი შეცდომა დაუშვა და ამას მოჰყვა მთელი რიგი პრობლემები. ხომალდი ზღვაზე ავარიულად დაეშვა, შემდგომში ცნობილ შავ ზღვაზე. ტერიტორიულად თქვენი ქვეყნის, საქართველოს სანაპიროს მხარეს. დანარჩენი თქვენც იცით.
- კოსმოსიდან რა დაინახეთ?
- თქვენი აზრით?
- რომ ვიცოდე თქვენს ადგილას ვიჯდებოდი!
-რას ელოდებით ჩემგან?
- მინდა თქვენს ფსიქოლოგიაში გამარკვიოთ.მხოლოდ თქვენ, ხომალდის ეკიპაჟის ერთადერთი გამოუცდელი წევრი გადარჩით, ეს პირდაპირ სასწაულია, რას გრძნობთ?
- ბედნიერი ვარ და თან ვწუხვარ მათ გამო.
- როგორი იყო დედამიწა კოსმოსიდან?
- ლურჯი, მწვანეც და ნაცრისფერიც!
- საინტერესოა.
ცოტახნით ჩვენ შორის დუმილმა დაიდო ბინა.
- მეგონა ფსიქოლოგები არ იტყუებოდნენ!ვუთხარი და ოთახი დავტოვე.
- ბატონო ბათუ, ბატონო ბათუ! (კარიდან გასულს მომაძახა)ფსიქოლოგი სარკმელს მიუბრუნდა და დედამიწას ყური დაუგდო. დიდხანს უსმენდა და უყურებდა.
- ღმერთო, ნეტავ გამარკვია ბატონ ბათუს მთელ საიდუმლოებაში. წარმოთქვა სასოწარკვეთილმა ქალმა, სარკმელს დაეყრდნო და მზერა ცას მიაპყრო.ქალს მთვარე ჩაუსაფრდა, ქალმაც მალე შეამჩნია მისი სიახლოვე. მთვარის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, ქალს ეახლა და სამხელი უმხილა. ქალი მეორე ფანჯარას მივარდა, დარაბები გამოხსნა და სანახავი იხილა: ბატონი ბათუ უცხო სხეულზე დაჯდა და გაფრინდა, გაფრინდა მაღლა, შორს...
ხომალდი მარსზე ავარიულად დაეშვა.
- მსხვერპლი ბევრია, გადარჩენილი ერთი, სასწაულია პირდაპირ, რომ ეს უკანასკნელი თქვენ ხართ ბატონო ბათუ, არა?ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...