სიახლეები
სკოლები

„ზოგჯერ საჭიროა განშორება იმისთვის რომ ისევ ერთად ვიყოთ!“ - ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ აბესაძე ჩანახატს გვიზიარებს
30-04-2020
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ აბესაძე ჩანახატს გვიზიარებს.

„მოგესალმებით მეგობრებო! მე თამარ აბესაძე ვარ, 14 წლის თინეიჯერი და მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ coved-19 დაკავშირებით, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალა. მინდა ჩემი ჩანახატი გაგაცნოთ სათაურით - ზოგჯერ საჭიროა განშორება იმისთვის რომ ისევ ერთად ვიყოთ!

ყველაფერი კარგად იყო, და იმედია ასეც იქნება, ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, როგორც აქამდე...მეგობრები ვიკრიბებოდით, საყვარელ ადამიანებთან დიდ დროს ვატარებდით, ერთმანეთს სითბოსა და სიხარულს ვუზიარებდით, საყვარელ საქმეს ვაკეთებდით, სკოლაში დავდიოდით, ვცდილობდით დღე პოზიტივით დაგვეწყო და დასასრული ბედნიერი ჰქონოდა! თუმცა ვინ წარმოიდგენდა რომ ოდესმე მსოფლიო ასე ძლიერ შეიცვლებოდა, ყველამ კარგად იცით coved 19 ახალი ვირუსი, რომელმაც მსოფლიო გააერთიანა, და თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების წესი შეცვალა,...თავდაპირველად არავის ეგონა რომ ეს ვირუსი პანდემიად იქცეოდა, შეიძლება ითქვას მას დიდ მნიშვნელობას არც ვანიჭებდით, თუმცა ვირუსი ნელ-ნელა მასშტაბურად ვრცელდებოდა, ჯერ: ჩინეთი, იაპონია, იტალია, ამერიკა და ახლა სამწუხაროდ საქართველო! ეს ვირუსი ჩვენს პატარა სამშობლოშიც გავრცელდა...ყოველდღე სოციალური ქსელებიდან და ტელევიზორებიდან ვგებულობთ ამბებს რომლებსაც ემოციების გარეშე ვერ მოუსმენ. ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება, მათშორის ბავშვები. საყვარელი ადამიანის დაკარგვა ეს ძალიან დიდი ტკივილია! საქართველოში ეს ვირუსი ჯერ კონტროლს ექვემდებარება, ეს კი ჩვენი თავდადებული ექიმების დამსახურებაა! ქვეყანაში მიღებულია მკაცრი ზომები: კომენდანტის საათი, თვითიზოლაცია, კარანტინი, დისტანციური სწავლა, და სხვა... მეგობრებო მესმის რომ რთულია სახლში ყოფნა, მაგრამ ეს ახლა როგორც შენი ისე სხვისი სიცოცხლისთვისაა მნიშვნელოვანი. მონატრებისთვის არავის სჯიან, მონატრება თავად სასჯელია! საყვარელი ადამიანის შეხება ისევე გვჭირდება როგორც ჰაერი, ვიცი რომ გენატრებათ საყვარელი ადამიანები, მეც მენატრებიან, ახლა სიხარულის ცრემლებით ვიხსენებ მათთან გატარებულ ბედნიერ წუთებს, ვიხსენებ ძველ დროს როცა ყველა ერთად ბედნიერები ვიყავით, ეს კი ძალას მაძლევს, და იმედით ვივსები რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, იმაზე კარგად ვიდრე იყო!თქვენც ნუ გადაიწურავთ იმედს, საკუთარ თავს შესძახეთ რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მხოლოდ ლოდინი და ლოცვა შეგვიძლია, ლოცვა იმედისა, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ coved 19, საქართველო დაამარცხებს ამ ვირუსს! ახლა ერთიანობის დროა! ზოგჯერ საჭიროა განშორება იმისთვის რომ ისევ ერთად ვიყოთ. . . დარჩი სახლში! არ დაკარგო იმედი! მსოფლიო დაამარცხებს coved -19-ს!
და ბოლოს მინდა ამით დავამთავრო!
თუ შეგიძლია საყვარელ ადამიანს შეეხო - შეეხე, რაც შეიძლება მეტჯერ უთხარი მიყვარხარ! რადგან ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ თუნდაც ერთი წამი დაკარგო“.
                           
                                                                               ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ აბესაძე.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება