სიახლეები
სამასწავლებლო

„ეროვნული გამოცდების თარიღის გადავადება, გარკვეულ შეღავათს მისცემდა აბიტურიენტებს“ - როგორია სკოლის დირექტორების მოსაზრებები?
04-05-2020
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას აბიტურიენტებს სულ რაღაც 2 თვე აშორებთ და იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათთვის მომზადება და გამოცდებზე გამოყენებული მასალის ათვისება უფრო გართულდა. აღნიშნულის მიზეზად კი შეგვიძლია ისიც დავასახელოთ, რომ მათ უმეტესად დამოუკიდებლად უწევთ სიახლეებთან გამკლავება, ვინაიდან დისტანციური სწავლების რეჟიმი ყველა სკოლაში სრულყოფილად არ მიმდინარეობს.

etaloni.ge დაინტერესდა როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები აბიტურიენტთა მომზადების დონეს და თვლიან თუ არა, რომ გამოცდების გადაწევა უკეთესი იქნებოდა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.

გთავაზობთ, დირექტორების მოსაზრებებს:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ალავერდის საჯარო სკოლის დირექტორი ზაალ სხილაძე:

„ჩვენი მოსწავლეებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას 5 მოსწავლე აპირებს. მეცადინეობები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს მათთვისაც, თუმცა მოსამზადებლად დამატებით ვეღარ დადიან. სკოლის მასწავლებლები ონლაინ აძლევენ დავალებებს და მაქსიმალურად ეხმარებიან, თუმცა, ვფიქრობ, გამოცდების გადაწევა კარგი იქნებოდა“.

მესტიის მუნიციპალიტეტის ყარ-სგურიშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ჭკადუა:

„მოსწავლეები ონლაინ ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის, შესაძლოა ეს არ არის იმ დონის მომზადება, როგორიც ჩვეულ პერიოდში იქნებოდა, თუმცა და არ მგონია გამოცდის გადაწევის საკითხი იდგეს“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი  მაია ხარაიშვილი:

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია მოსწავლეები ონლაინ მეცადინეობენ ეროვნული გამოცდებისთვის. აბიტურიენტები იყენებენ ელექტრონულ სასწავლო რესურსებს, რომლითაც სავსე ინტერნეტსივრცე. რაც შეეხება გამოცდების გადადებას, საშიშროებიდან გამომდინარე, ვიდრე ეპიდაფეთქების სიტუაცია არ დასრულდება, ურიგო არ იქნებოდა თუ გადაიწევდა. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არ უნდა გადავადდეს“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ვედიდკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მსხალაია:

„სკოლის მასწავლებლები, რა თქმა უნდა, ეხმარებიან აბიტურიენტებს დისტანციურად, საკმაოდ კარგად ახერხებენ, სწავლას დროც აქვთ ამისთვის და არ მგონია გამოცდების გადაწევამ რაიმე შეცვალოს“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი მზია კაპანაძე:

„ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის გადავადება გარკვეულ შეღავათს მისცემდა აბიტურიენტებს, ვინაიდან ისინი ვერ ახერხებენ სრულყოფილ მეცადინეობას. მოგეხსენებათ, დისტანციური სწავლება არ არის ისეთივე სრულყოფილი როგორიც სასწავლო პროცესის დროს იყო. იმ დონის მეცადინეობა არ არის, ამიტომ თუ მოხერხდება და გარკვეული კორექტივები შევა გამოცდებში ცუდი არ იქნება“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება