მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სწავლა/სწავლების პროცესი დისტანციურად.
დისტანციური სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითია. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობენ.
„მასწავლებლები აქტიურად და გამართულად სარგებლობენ Teams პლატფორმით, პედაგოგების უმრავლესობას არ გაუძნელდა მუშაობა ისტ-ის გამოყენებით და სხვადსხვა აქტივობებით სასწავლო პროცესის წარმართვა, რადგან სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებს გავლილი აქვთ და ასევე დისტანციურად, ქოუჩების დახმარებით, გადიან ამ მიმართულებით სწავლებას. სწავლება მიმდინარეობს სახალისოდ, საინტერესოდ, შემოქმედებითად და სხვადსხვა აქტივობებით. მაგ. ქართული ენის პედაგოგმა ირმა დავითაძემ დაგეგმა ონლაინ-ღონისძიება დედაენის დღესთან დაკავშირებით. მე-6, მე-7 კლასებში გამოაცხადა კვირეული ქართული ენისა. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები - „დედაენა ჩემი მშობლიური ენა“, ასევე დაწერეს თხზულება -„ო, ენავ ჩემო“; მხატვრულად წაიკითხეს ლექსები დედა ენაზე, ჩაწერეს ვიდეო - „ჩვენ უარს ვამბობთ ბარბარიზმებზე“; ძალიან ლამაზი, შინაარსიანი და საინტერესო ონლაინ-ღონისძიება გამოგვივიდა. ბოლოს კი დისტანციურად წახალისდნენ მოსწავლეები ელექტრონული მადლობის სიგელებით, რამაც მოსწავლეებში მოტივაცია გაზარდა და უფრო სახალისოდ წარიმართა საგაკვეთილო პროცესიც. მონაწილე მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა გაიზარდა, ყველა გამოწვევას ხალისით ეკიდებიან, რადგანაც იციან მიიღებენ ჯილდოს. მოტივაციის ამაღლებისათვის დისტანციური სწავლების დროს, განსაკუთრებით, კარგია მსგავსი წამახალისებელი მეთოდების გამოყენება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ მოსწავლეთა სიგელები - ბმული 1, ბმული 2, ბმული 3
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც