მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩემი ოცნება“ - ასე დაარქვა ჩანახატს და საკუთარი სურვილები გაგვიზიარა თელავის მუნიციპალიტეტის ვანთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანა კირვალიძემ. როგორც მოსწავლე ჩანაწერში წერს, სკოლა ენატრება და სურს ქუჩაში პირბადის გარეშე, მომღიმარ ადამიანებს ხედავდეს. პატარა გოგონას ნამუშევარს, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემი ოცნება“
ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა იმასთან შეგუება, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ასე, დისტანციურად მომიწევდა ურთიერთობა ჩემს მასწავლებლებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან. მე ისინი ძალიან მენატრებიან და მენატრება სკოლაში ყოფნის პერიოდი. მათგან მოშორებით ყოფნამ დამაფიქრა და მიმახვედრა, თუ რა ძვირფასი ყოფილა მათთან ერთად გატარებული დრო.
ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს პანდემია და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. მე მინდა, რომ ქუჩაში ისევ ვხედავდე პირბადის გარეშე, მომღიმარ ადამიანებს. მჯერა რომ ძალიან მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, სამყარო თავს დააღწევს „უხილავ მტერს“. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა