მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ყველა წესს და რეკომენდაციას იცავენ და ონლაინ გაკვეთილებს მონდომებით სწავლობენ.
„დარჩი სახლში, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ხშირად დავიბანოთ ხელები, ვისწავლოთ ონლაინ გაკვეთილები“ - ამ მოწოდებით სკოლის მოსწავლემ პლაკატი დაამზადა.
მოსწავლე თანატოლებს, covid 19-ის გამო შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახლში დარჩენისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
მოსწავლის პედაგოგი მარინა ჯინჭარაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ ფურტიოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლა-სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს. სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც