სიახლეები
სიახლეები

დაუშვებელია ნიშნების წერა, მშობლებს არ შეუქმნათ დამატებითი სირთულეები - რა ევალებათ მასწავლებლებს დისტანციურ სწავლებაში?
01-05-2020
-
+


კორონავირუსმა არა მხოლოდ ჩვენი ყოველდღიურობა სასწავლო პროცესიც რადიკალურად შეცვალა. სკოლის ზარი ახლა კომპიუტერებიდან რეკავს, მოსწავლეები კი საკლასო ოთახების ნაცვლად, ონლაინ ჯგუფებში იკრიბებიან.

ასეთმა ცვლილებამ ყოველდღიური რუტინა შეცვალა და აქამდე ტრადიციად ქცეული ბევრი საკითხი სხვა ჭრილში წამოჭრა. სხვა მრავალ დილემას შორის არის ნიშნების დაწერა. უნდა ფასდებოდნენ თუ არა და როგორ უნდა გამიყვანოს წლიური ნიშანი მასწავლებელმა. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და როგორც ჩანს, თავად მასწვალებლებშიც არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ამ თემაზე მომზადებულ ჩვენს მასალებს, დიდი გამოხაურება მოჰყვა.

ამიტომაც, გთავაზობთ განათლების სამინისტროს რეკომენდაციას, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება:

„მოცემულ პერიოდში დაუშვებელია ნიშნების წერა, განმსაზღვრელი შეფასებების ჩატარება. დისტანციური შეხვედრები ორიენტირებული უნდა იყოს სწავლისა და გაგების პროცესების მხარდაჭერაზე, მოსწავლეთა დახმარებასა და დაკვალიანებაზე; მათი მონდომების დაფასებაზე, ასევე სოციალიზაციისა და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაზე.

პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს ისეთ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს ეკრანებთან ხანგრძლივად ყოფნას - სახლებში „გამოკეტილი“ მოზარდები ისედაც ზედმეტ დროს ატარებენ ეკრანთან“ - წერია რეკომენდაციებში.

შეფასებების გარდა, რეკომენდაციები პედაგოგებს მოსწავლეებისთვის სათანადო დავალებებზეც აძლევს რჩევებს. მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოტივაციას უმაღლებდეს მოსწავლეს და „კეთებით სწავლის“, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნების უმნიშვნელოვანეს პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

ამასთან, რჩევები მშობლებთან კომუნიკაციასაც ითავლისწინებს და ამ ნაწილის მცირე ამონარიდი ასეთია: სტრესულ სიტუაციაში მშობლებს არ შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ჩაერთვება ამ პროცესებში. მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება.

როგორი და რა შინაარსის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილები და როგორი უნდა იყოს მშობლებთან კომუნიკაცია? - ამ კითხვებზე პასუხები სრულად მიიღეთ ამ ბმულზე: განისაზღვრა დისტანციური სწავლების დრო დაწყებითი კლასებისთვის - როგორ უნდა ჩაუტარდეთ გაკვეთილები უფროსკლასელებს.

ასევე დაგაინტერესებთ მასალები, რომლებსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა: 

დირექტორების იდეები: როგორ დაიწერება წლიური ნიშანი, როდესაც ონლაინ გაკვეთილები ქულებით არ ფასდება ?

როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე წლის ბოლოს, როცა ონლაინ გაკვეთილებში ნიშნები არ იწერება? - დირექტორების კომენტარები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება