მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„აჩუქე წიგნი როცა კორონა გადაივლის“ - წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძის აქციას - „აჩუქე წიგნი“ შეურთდნენ, მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს პოსტები - ,,როცა კორონა გადაივლის მე წიგნს ვჩუქნი...", პოსტებს თან ახლავს არჩეული წიგნის ყდა.
„აღსანიშნავია ისიც, რომ ეკოკლუბის წამოწყებულ აქციას თითქმის მთელი სკოლა შეუერთდა. დღეს, როდესაც მოსწავლეებს უწევთ სახლში ყოვნა და დიდი დროის კომპიუტერთან გატარება, ასეთი აქციები მნიშვნელოვანია, რათა ისინი წიგნის კითხვით დავაინტერესოთ და თავიანთ დღის წესრიგში გამოყონ დრო კითხვისათვის.
ეკოკლუბელები ვგეგემავთ, როცა კორონა გადაივლის, ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები და შემდეგ შევიკრიბოთ, რათა ჩვენ ნაჩუქარ წიგნებსა და მათი წაკითხვის შედეგად მიღებულ ემოციებზე ვისაუბროთ, შეხვედრა დაგეგმილია სოციალურ საწარმო „გუმბათის“ ბიბლიოთეკაში, რომელთანაც მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც