მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N45 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი სალომე ღონღაძე Minecraft Education Edition-ის პილოტირების ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს Minecraft-ის დანერგვის დისტანციურ კურსში / საპილოტე პროექტში.
კომპანია „მაიკროსოფტ საქართველოს“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით, და კომპანია „მაინდვორქსის“ ჩართულობით, დაიწყო სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის პილოტირება, რომელის მიზანია სასწავლო რესურსების მეტად გამრავალფეროვნება, სასწავლო პროცესის მუდმივი ინოვაციისა და ინტერაქციისთვის ახალი აქტივობების დამატება, შეფასების სხვადასხვა ხერხების გამოყენება და ა.შ.
Minecraft Education Edition-ის პილოტირების ფარგლებში განხორციელდება სკოლის მასწავლებელების გადამზადება, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს მათ, სასწავლო პროცესი თამაშის ელემენტებით გაამრავალფეროვნონ. მოსწავლეებს კი დაეხმარება ისეთი ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში, როგორიცაა თანამშრომლობა, კომუნიკაცია, კრიტიკული და სისტემური აზროვნება, პრობლემების გადაჭრა. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე.
თბილისის N45 საჯარო სკოლა ისტორიის მასწავლებელს სალომე ღონღაძეს უსურვებს წარმატებულ მონაწილეობას Minecraft Education Edition-ის პილოტირებაში და საინტერესო პროექტების შექმნას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც