მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ტრადიციული „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება, წელს, 22 აპრილს, განსხვავებულად - დისტანციურად ჩატარდა.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ როგორც დაწყებითი კლასების მოსწავლეები, ასევე უფროსკლასელებიც.
„შევეცადეთ ღონისძიება ყველასთვის საინტერესო და სახალისო ყოფილიყო, ამიტომ გამოცხადდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატებისა და ვიდეორგოლების კონკურსი. გამარჯვებული გამოვლინდა სკოლა „დავითიანის“ Facebook გვერდზე ატვირთული ნამუშევრების მოწონებების რაოდენობის მიხედვით. ხმის მიცემა მიმდინარეობდა ერთი კვირის მანძილზე. ბოლოს გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული ვიდეორგოლი და ნახატი. გამარჯვებულები სკოლამ დისტანციურად დაასაჩუქრა სპეციალური პრიზებით და სიგელებით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„გამოცდებზე იყო ის საკითხები, რაც არამხოლოდ აბიტურიენტმა და სტუდენტმა, არამედ თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს“
„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“