სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საერთაშორისო დღეს ონლაინ შეხვედრა მიუძღვნეს
01-05-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 23 აპრილს - წიგნის საერთაშორისო დღეს ონლაინ შეხვედრა მიუძღვნეს. შეხვედრას სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც ესწრებოდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები წაკითხულ წიგნებზე და ისაუბრეს, თუ რაოდენ აუცილებელია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის.

„შეიცან თავი შენი“, იცხოვრე სწორად და შეცდომებზე ისწავლე, გაარჩიე ნათელი და ბნელი. იმისათვის, რომ საკუთარი თავი შევიცნოთ და ასევე გავარჩიოთ, თუ რა არის კარგი და ცუდი, იმაზე მეტად არაფერი დაგვეხმარება, თუ არა წიგნი.

საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა და იქმნებოდა ის იდეალური ნამუშევრები, რომლებიც ქმნიან ლიტერატურას. „წიგნი“ - ეს ერთი პატარა სიტყვა დიდ არსს იტევს.

გურამ დოჩანაშვილი ამბობს: „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი“.

1923 წელს კატალონიაში, წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყო.

სერვანტესის გარდაცვალების დღეს - 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან, წიგნებს იღებდნენ საჩუქრად... ანუ ქალები გენიალური მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცებს და შესაბამისად, მთელ ესპანეთს ახსენებდნენ, რომ წიგნს ამქვეყნად ვერაფერი შეცვლის!.. დიახ, ეს ამბავი ესპანეთში ხდებოდა, მაგრამ მას აქეთ, რაც „იუნესკომ“ 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, 23 აპრილის აღნიშვნა თითქმის მთელმა მსოფლიომ დაიწყო.

ახალციხის N5 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მარიამ ნასყიდაშვილი) ამ დღეს ონლაინ შეხვედრა მიუძღვნეს. შეხვედრას სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძეც ესწრებოდა. მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები წაკითხულ წიგნებზე, ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რაოდენ აუცილებელია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის.

VI კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ინიციატივით, უკვე 2 წელია აქტიურად ახორციელებენ პროექტს - „მკითხველთა კლუბი“. ისინი თვეში ერთხელ აწყობენ შეხვედრებს, ერთმანეთს უზიარებენ წაკითხულ ლიტერატურას და განიხილავენ წიგნებს. პროექტის მიზანია მოსწავლეებში წიგნის კითხვის სურვილის და ინტერესის გაძლიერება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება