სიახლეები
სკოლები

„დარჩი სახლში“ - ამ სიტყვებში ყველაზე დიდი სიყვარული და ზრუნვაა გამოხატული“ -  ლეღვას N1 სკოლის მოსწავლის ჩანახატი
01-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნინი ტაკიძე თემის - „მონატრების ერთი თვე - რა მასწავლა სიჩუმემ“ ფარგლებში ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მონატრების ერთი თვე - რა მასწავლა სიჩუმემ“ თემის დაწერა დედამ მთხოვა. მითხრა, რომ გამომივიდოდა. სათაური რომ გავიგე ცოტა გამეცინა „მონატრების ერთი თვე, რა მასწავლა სიჩუმემ“. ისეთი ადამიანისთვის როგორიც მე ვარ, რომელსაც უყვარს დროის ასე უბრალოდ სიჩუმეში, კითხვაში, ფილმების ყურებაში, ძილსა და ჭამაში გატარება, ადამიანს რომელიც ყველაზე ნაკლებად ემოციურია ნაცნობებთან შეხვედრის დროს, ჩემნაირ გოგოს, რომელსაც ოჯახის წევრები დამცინიან, რომ ზედმეტად კანონმორჩილი ვარ და „დარჩი სახლში“ არ ნიშნავს იმას, რომ ორი თვის მანძილზე ეზოშიც არ უნდა გახვიდე, როგორ შეიძლება მსგავსი თემის დაწერა სთხოვო? მაგრამ დედიკოს გოგო, ვერ ვაწყენინებდი დედას.

ვიფიქრე დავწერდი რამე პატარა თემას, რომელშიც გამოვხატავდი თითქოს დიდ მწუხარებას, იმის გამო რომ, სახლიდან ვერ გავდივარ და რომ ყველა მომენატრა. მაგრამ თემის წერა, რომ დავიწყე მივხვდი, რომ ჩემნაირ ადამიანსაც შეიძლება მობეზრდეს ეს ყველაფერი.

უმოქმედება, ყოველდღიური რუტინა, არაფერი ახალი, განსაკუთრებული და კარგი. სიჩუმე, ირგვლივ დამაყრუებელი სიჩუმეა, რომელიც იმდენად შემაწუხებელია როგორც სხვა არაფერი. ამ ყველაფერმა მგონი საკუთარი თავი აღმომაჩენინა. მივხვდი, რომ მსგავსი დასვენება კარგია, მაგრამ რამდენიმე დღით და ასე ყოფნამ თვეების განმავლობაში შეიძლება გაგვაგიჟოს. მივხვდი, რომ ყველა მომენატრა, მენატრება ჩემი გიჟი, გადარეული, ცოტა სულელი კლასელები (წარმოიდგინეთ სკოლაც კი მონატრებიათ), გაკვეთილები, რომლებზეც სწავლასთან ერთად ვერთობით კიდეც, კლასელებთან ჩხუბიც მომენატრა, რომლის მიზეზი იმ წამს, რომ მკითხო ვერ გეტყვით. მათემატიკის გაკვეთილის დაწყებამდე რვეულის ძებნაც მომენატრა, რომელიც კაცმა არ იცის ვის აქვს, სპორტის გაკვეთილიც კი მომენატრა რომელზეც არასდროს ვთამაშობ („მას მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად ვითამაშებ“). ჩემი ახლობლები მომენატრა. ხმაური მენატრება. „ადამიანის შეხება ჩვენი კავშირის პირველი ფორმაა, უსაფრთხოება, დაცვა, კომფორტი ეს ყველაფერი თითის ნაზ მოფერებაში ან ლოყაზე ტუჩებით შეხებაშია, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს, როცა ბედნიერები ვართ, შიშის დროს გვაძლიერებს. ჩვენ საყვარელ ადამიანებთან შეხება ისევე ძალიან გვჭირდება, როგორც ჰაერი იმისთვის, რომ ვისუნთქოთ, მაგრამ ადამიანები ვერასდროს ვხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი სანამ ერთ დღესაც აღარ შეგვიძლია“. ადამიანებს სიყვარული კი არა მისი გამოხატვა დაავიწყდათ.

რა მასწავლა სიჩუმემ? - ეს კითხვა ძალიან მომწონს. განა მარტო მე, ამ ყოველივემ ამ სიჩუმის ქაოსმა ვფიქრობ, ყველას გვასწავლა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებმა გამოვნახოთ დრო სიყვარულის გამოხატვისთვის და მხოლოდ მაშინ არ მოგვენატროს ერთმანეთი, როცა მსოფლიოში ყველაფერი ისე რთულადაა როგორც არასდროს.

მონატრების ერთი თვე არა? -  ვიღაცისთვის შეიძლება მართლა ერთი თვეა, მაგრამ ჩემთვის, ჩემთვის უკვე თითქმის ორი და როცა მე ორი თვეა სახლში ვზივარ უქმად და მესმის ადამიანებს წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მთელი კვირაა სახლიდან არ გასულან, გარეთ მზეა და ვერ სეირნობენ უსამართლობის და სიბრაზის შეგრძნება მიპყრობს. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი ეგოისტი იყოს? „დარჩი სახლში“, ადრე რომ გამეგო მსგავსი სიტყვები, ვიფიქრებდი რომ უაზრო, არაფრის მთქმელი სიტყვებია, მაგრამ ახლა, ახლა გეტყვით რომ ამ სიტყვებში ყველაზე დიდი სიყვარული და ზრუნვაა გამოხატული.

„დარჩი სახლში“ შენთვის, ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. ეს ბოლო რამდენიმე თვე ადამიანებისთვის ნამდვილი კატასტროფაა, უხილავი მტრის უამრავი მსხვერპლი, ცრემლიანი ადამიანები, რომლებიც საყვარელ ადამიანებს ვერ ემშვიდობებიან, სიკვდილის წინ ვერ ეუბნებიან თუ როგორ ძალიან უყვართ. რწმენა ერთადერთია რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გაგვაძლიერებს და ამ ქაოსის გადატანაში დაგვეხმარება.

მე მჯერა და მინდა თქვენც გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გმირები გვყავს, ექიმები, რომლებსაც უნდა ვენდოთ, ისინი ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და დანებებას არ აპირებენ. თავდაუზოგავად იბრძვიან შენთვის და ჩემთვის და იმასთან შედარებით რასაც თვითონ აკეთებენ ძალიან მარტივ რამეს გვთხოვენ

#დარჩისახლში
#ერთადყველაფერიგამოგვივა
#ყველაფერიკარგადიქნება
#ჩვენდავძლევთამგამოწვევას

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება