მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ლიზა ქვარიანი თემის - „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ ფარგლებში ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობ, დიდ გერმანულ სახლში, რომლის კედლებიც სიბერითა და მოგონებებითაა გაჟღენთილი. სახლს დილაობით მზის კაშკაშა სხივები აღავსებენ და სიცოცხლის უნარს გვიბრუნებენ მთელ ოჯახს, რომელთაც თითქოს პოლარული დათვებივით გვძინავს.
ჩემი ქალაქის „წითელ ზონად“ გამოცხადებას, თან წყენა, შიში და ხანგრძლივი დუმილი ერთვოდა, ვიდრე არ მივხვდებოდი რომ მუქ, მოწყენილ სამყაროშიც შეიძლება იყოს ჭრელაჭრულა ფერები, რომლებიც თითოეული ადამიანის სამყაროს გააფერადებს და ბედნიერების კარიბჭისკენ პატარა ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს. სანამ მივხვდებოდი, რომ დროს სჭირდება დრო და ჩვენც მხარში უნდა ამოვუდგეთ, რათა მალე შევძლოთ გავიდეთ გარეთ და იმ სრულფასოვან, სისხლმჩქეფ სამყაროს დავუბრუნდეთ, რომელსაც ადრე უფერულად და დამღლელად აღვიქვამდით.
ხშირად ვჯდები ეზოს შუაგულში მდგომი დიდი, თან დაკოჟრილი ტყემლის ხის ქვეშ, რომელიც ერთგვარ მფარველად მექცა. ნებისმიერ სეზონზე, რომ თავის სურნელებითა და სიძლიერით აღსავსე ტოტებს შემომხვდეს ხოლმე და მოგონებების ხურჯინის გახსნაში მეხმარება. მახსენებს თითოეულ ადამიანს, ღიმილს, სოფელს, დიდ ხეებს, მდინარეებსა და ჭალებს, სიმწვანისა და ნამის სუნით გაჟღენთილს, რომელიც იმდენად მენატრება, ხანდახან წარმოსახვის უნარს ვიშველიებ, რათა თავი იქ, ისევ იმ ყველაფრის ნაწილად წარმოვიდგინო.
ჩემთვისაც ცხოვრება ორად გაიყო კარანტინამდე და კარანტინისას.
არასოდეს ვაფასებდი სახლში ღია ფანჯრებიდან შემომავალ სისწრაფის რიტმს, გრუხუნს, მანქანების ხმაურს, რომელსაც ხანდახან გამაყრუებელი სიმღერის ხმაც ერთვოდა.
და ახლა თითოეულმა მოგონებამ, შეუჩერებელმა დრომ, სახლში ყოფნისას, სიცარიელე მაგრძნობინა. თურმე ყველაფერს ყოველდღიურობით ვივსებდი, რასაც მეგობრებთან, ნათესავებთან თუ, უბრალოდ, ნაცნობებთან ერთად გატარებული დრო ჰქვია. ახლა მენატრება ყველაფერი, როცა იმდენად გარინდებული ვარ, რომ თავად სიჩუმე იწყებს ხმაურს.
ყველაფრის ფასი ვისწავლე, ღიმილის, სიცილისა, და თითოეული ადამიანის გაბრწყინებული თვალების, რომელებიც რაღაც უჩვეულოს იტევენ.
როგორც თითოეული ადამიანი, მეც ვცდილობ, ბედნიერება ვიპოვო სახლში, რომელსაც ადრე გალიად აღვიქვამდი, საკუთარ თავს კი - ფრთებმოჭრილ ჩიტად. ვწერ, ჩემს ყოველდღიურობაზე, სამყაროზე და ვცდილობ, ჩემი ამდროინდელი, ბავშვური ცხოვრება წლების შემდეგ უცვლელად შევინახო, დავიმახსოვრო და მომავალი ცხოვრების გზის ნაწილად ვაქციო. ბევრს ვაცხობ, თითქოს ბედნიერების, ღიმილისა და გიგანტური დადებითი აურის შენარჩუნებაში მეხმარება და, ვფიქრობ, უკვე დიდ ბრჭყვიალა ჰობად ვაქციე.
ყოველგვარი გრძნობა გამიქარვა დრომ. მოგიწოდებთ, დავრჩეთ შინ ერთმანეთისთვის და გავიღრმაოთ ის სიყვარული, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გადაარჩენს“.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა ქვარიანი.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროგრამაში მონაწილეობისათვის პედაგოგ ირმა რიონიძეს გადაეცა სერტიფიკატი
მოსწავლეებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი ნაწარმოები - „მე, ბებია ილიკო და ილარიონი“
კოსტიუმირებულმა პატარებმა, საახალწლოდ მორთულ სხენაზე დიდი ზეიმი გამართეს და სკოლის ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი ისტორია შემატეს
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...