სიახლეები
სიახლეები

მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის „ნაეკს“ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს
02-05-2020
-
+


შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს.  

როგორც მიმინოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, შესაძლებელია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად გაიზარდოს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა, შემცირდეს სესიაში მონაწილე აბიტურიენტთა რიცხვი და ასევე გამოცდები ონლაინ რეჟიმშიც ჩატარდეს.

„ბუნებრივია, გამოცდებთან დაკავშირებითაც შეიძლება გარკვეული გზების გამონახვა. მოგატყუებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება გამოცდები ჩატარდეს, თუმცა, ერთ-ერთ ვარიანტს შევთავაზებდი განათლების სამინისტროს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის საგამოცდო ცენტრების გაზრდა. ამას რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება. საგამოცდო ცენტრების გაზრდა ისე, რომ აბიტურიენტს არ დასჭირდეს დისტანციების გავლა, რომ გამოცდა ჩააბაროს. მეორე - სრულიად შესაძლებელია სესიების რაოდენობა გაიზარდოს. აქამდე 9 საათზე იწყებოდა და მხოლოდ 2 სესია გვქონდა, ანუ საგამოცდო ცენტრში გარკვეული რაოდენობა დავუშვათ აბიტურიენტების და კონვეიერული წესით შევიყვანოთ აბიტურიენტები შემდეგ სესიაზე. პირობითად ვამბობ, 20 აბიტურიენტი 9 საათზე, კიდევ 20 აბიტურიენტი და ა.შ. როცა დაასრულებენ, სხვა გასასვლელიდან გავლენ და ერთმანეთთან აბიტურიენტებს შეხება არ ექნებათ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პრობლემა დაძლევადია“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ე.წ. ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტის განხილვაც.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის გამოცდილებას, მე არ მსმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას. მით უმეტეს, გვაქვს მცირე შერჩევაზე, მაგრამ მსგავსი პროექტი - „კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

კითხვაზე - შესაძლებელია საგამოცდო ცენტრებად სტადიონების განხილვა? მაია მიმინოშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, შესაძლებელია“.

„ამასთან, ყველა სკოლა შეგვიძლია გამოვიყენოთ საგამოცდო ცენტრად. თქვენ ახსენეთ სტადიონები, ეს ის ქვეყნებია, სადაც გაცილებით მეტია აბიტურიენტთა რაოდენობა, ვიდრე ჩვენთან. დაახლოებით 40 ათასია ჩვენს შემთხვევაში. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკური ნაწილი ისე ავაწყოთ, რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, სისტემა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ ერთ შენობაში ბევრი ადამიანი არ იყოს.

ახლა საგამოცდო ცენტრში დაახლოებით, 1500 ადამიანი იყრის თავს, აბიტურიენტებით, მეთვალყურეების, მომსახურე პერსონალით. 1500 ადამიანის ერთ შენობაში შეყრა შეუძლებელი იქნება ივლისში და ვერც აგვისტოში გავრისკავთ ამას“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი, მასწავლებელთა გამოცდაზე კი 19 600-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება