მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო კონკურსისთვის - „სხვა სამყარო ჩემი“ საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მე-7 კლასის მოსწავლე ნიაკო ქობულიამ ტელეფონის ნაქსოვი ქეისი დაამზადა კონკურსისათვის- „სხვა სამყარო ჩემი“ (ნომინაცია: „ხელმარჯვე ოსტატი“).
ნიაკოს მასწავლებელი ანი შენგელიაა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მშობლებს კონკურსში ჩართულობისთვის. ნიაკო ქობულიას გარდა, თავისი მოხერხებულობა და ნიჭიერება მე-5 კლასელმა ლევან ელბაქიძემაც გამოიჩინა.
„ძალიან გაგვახარა მე-5 კლასის მოსწავლემ ლევან ელბაქიძემ. მან დისტანციური გაკვეთილისთვის „მეურნეობის დარგები სვანეთში“, (საგანი: „ჩვენი საქართველო“, მასწავლებელლი მაია ქობულია) თექისგან დაამზადა სვანური ქუდები და გადმოგვიგზავნა ფოტოები. მას დაეხმარა დედიკო ნინი ადამია. მადლობა ორივეს, დედა-შვილს.
ლევანის დამზადებული სვანური ქუდი მონაწილეობას მიიღებს კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, ნომინაცია: „ხელმარჯვე ოსტატი“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც