სიახლეები
სკოლები

„მხოლოდ საერთო საფრთხე ხდის მოკავშირეობას საიმედოს!“ -ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლონდა როყვა ჩანახატს გვიზიარებს 
04-05-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ლეღვას N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლონდა როყვა ჩანახატს გვიზიარებს. 

გთავაზობთ მოსწავლის ჩანახატს:

მხოლოდ საერთო საფრთხე ხდის მოკავშირეობას საიმედოს!  

ისე მეძინება, ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ ემოციებმოზღვავებული ვარ.

1 მაისია,

საათი 12:01

წელიწადის პირველი დრო, გაზაფხულის გამცილებელი თვე.

თანაც რა ოხუნჯია მაისი, ისე არ მიდის რაღაც დასამახსოვრებელი თუ არ ჩაიდინა, მაისს ჩვევია, მარტსაც და აპრილსაც.

მგონია, ჭეშმარიტების წინაშე ცოდვას ჩავიდენ, თუ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ უბედნიერესი ვარ არსებული ვითარებით.

მე მივეჩვიე ამ ვითარებას, შევეგუე არსებულს, მაგრამ მე არ მომწონს?! მე არც მომეწონება ეს არასდროს, მაგრამ მე ყოველთვის გამახსენდება.

ერთი წუთის განმავლობაში ორჯერ თუ სამჯერ მომივიდა აზრად, რომ სამყარო, რომელიც უხილავმა დიდმა პრობლემამ მოიცვა, შეძლება ყოფილიყო კიდეც სულიერი სამყარო, ერთადერთი რეალობა, ხოლო ჩემი კაეშანი რაღაც ისეთი სევდის მსგავსი იყო,რასაც რომანის კითხვა გგვრის და რაც მხოლოდ შეშლილს ხელეწიფება, აქციოს ხანგრძლივ აკვიატებულ გრძნობად, რომელსაც მთელი ცხოვრება შეინარჩუნებს. იქნებ, შესაძლებელია, ნებისყოფის მცირე დაძაბვით დავუბრუნდე რეალურ სამყაროს, გადავაბიჯო ჩემს ტკივილს, და ვიფიქრო მხოლოდ იმაზე რაც ხდება ჩემს, ჩვენს, თავს.

ყოველ საღამოს, რომ ვიძინებთ, ჩვენ თავს ჩვენვე ვსწირავთ უამრავი ფიქრისთვის, განცდისთვის, ტკივილისთვის, გრძნობებისთვის და ყველა იმ უკონტროლო ემოციებისთვის, მაგრამ მიჩვეულნი ვართ, ვიფიქროთ რომ ეს ჩვენთვის ჩვეულებრივობაა, ეს ღამის განუყოფელი ნაწილია. და ძილში, როგორც მეორე სახლში, ყველაფერი სხვანაირია, სიზმრებიც განსხვავბულია და ფიქრები დაულაგებელი,არეული.

დაავფიქრდი წამით, ჩვენს ქვეყანაში, სადაც გრძნობები ცივი ანგარიშიანობისა და ინტერესების საგნადაა ქცეული, არ მესმის და არმჯერა, რომ ამ უხილავმა ,,სენმა'' ადამიანებს გამოავლინებინა მათში გამომწყვდეული სითბო, სიყვარული და ყურადღება.

მე დავმშვიდდი, არმეგონა ასე რამე თუ დამამშვიდებდა, არმეგონა თუ დუმილს ვისწავლიდი, არც ის ვიცოდი როგორ გადავიტანდი ამ სიმშვიდეს, როგორც ჩანს ეს თავისით კონტროლდება, როცა რეალობას ეგუები და იცი, რომ კიდევ ცოტახანს უნდა ითმინო.

ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მომეცა, საკუთარ თავთან იმაზე უფრო ხშირად ვრჩები მარტო, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო ადრე. მეტ გაუცემელ კითხვას ვუპასუხე, რაც ადრე ვერ გამერკვია. ახლა მხოლოდ იმის მეშინია, რომ სამუდამოდ საკუთარ თავთან არ დავრჩე მარტო, ჩავიკეტები და ამ ჯურღმულიდან ვერავინ შეძლებს ჩემს ამოთრევა. მეშინია იმისიც, რომ ადამიანები პირვანდელ სახეს დაუბრუნდებიან, არმინდა მეგონოს, რომ მათი ყურადღება და გრძნობები დროებითია, არმინდა რომ ისევ გაუფერულდენ.

სხვათაშორის ძალიან დამღლელია, გულისა და გონების დაუსრულებელი აზრთა სხვადასხვაობის და დიალოგის მოსმენა საათში 60-ჯერ. დილით ამათი კამათი მაღვიძებს, ღამით კი არ მაძინებს, არა როგორ გინდა დაუშალო, მართობენ ხოლმე.

დღეს დილითაც ამათმა პაექრობამ გამაღვიძა, გონება გაბრაზებული ტონით ამბობდა

- შეეთვისე იმ გარემოს, რომელშიც ბედნისწერამ ცხოვრება გარგუნა, შიყვარე ადამიანები, რომლებიც გარს გახვევიან.

თავისთავად არც გული აყოვნებეს,

- რაა არის მარადიული? ამაობა. ყველაფერი წარმავალია: ის, რაც ახსოვთ და ისიც, ვისაც ახსოვს.

გაუჩერებლად დაგიხატავდით სურათს მათი კამათისა, მაგრამ თქვენც დაიღლებით...

კითვა, რომელმაც იმედის პატარა ნაპერწკალი გამიღვივა ქვეცნობიერში,

-„რისთის ვიბრძვით?“ და რა თქმა უნდა პასუხი უცვლელია, „მომავლისთვის“, ამას მაშინ მივხვდი როცა ბრძოლა შევწყვიტე, სწორედ მაშინ ვხვდებით...

და ჩემზე იტყვიან

ფიქრები ისევ მალე აეშალა, მაგრამ იმედი კი გულში არა და არ ამოუკიაფდა! ამბობენ, იმედი ადამიანს მხოლოდ სულის ამოსვლასთან ერთად განშორდება ხოლმეო, მაგრამ ეს პარადოქსი უნდა იყოს. იგი ცოცხალი იყო, ხსნის იმედი კი სადღაც გაუფრინდა. ისე შებორკეს, გამოკეტეს და ყარაულობდნენ, რომ სასო წარეკვეთა და იმედი გადაუწყდა. ფიქრები კი კვლავ აეშალა...

მაგრამ არა! იმედი კი გულში არა და არ ამომკაფვია!

და მე ვიმედოვნებ, რომ ისევ და ისევ ჩვენ დავუბრუნდებით პირვანდელს, შეცვლილი თვისებებით, გრძნობებით და სიფრთხილით.

უნდა გავუძლოთ, უნდა გავუმკლავდეთ, უნდა შევძლოთ ფეხზე წამოდგომა, რადგან მენატრება, ჩემი ადამიანები მენატრებიან! ყოველი დღე მენატრება, განსხვავებული და სახე ცვლილი! მენატრება ის აურზაური, ის ხმაურიანი ქუჩები...

მენატრება!

სამწუხაროა, გარემოება გვმართავს, თან როგორ?!

უი, დამთენებია თავს, მე ჩემი სურათი დავხატე! უკეთესად ვისწავლი ხატვას, გპირდებით! და როცა შევხვდები ჩემს ძვირფასნს, ჩემს სხვეულში კვლავ ისეირნებს ჟრუანტელი და ბუსუსები.

ლონდა როყვა
ლეღვას N1 საჯარო სკოლა, 12 კლასი.

    ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება