მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანი“ მოსწავლეების განვითარებასა და ამავდროულად, გახალისებაზე აქტიურად ზრუნავს. მასწავლებლები მათ ონლაინ რეჟიმში უტარებენ ვიქტორინებს, გამარჯვებულებს კი სიგელები დისტანციურად გადაეცემათ.
„უკვე თითქმის ერთი თვეა, კერძო სკოლა „დავითიანი“ ცდილობს ცხოვრება გაუხალისოს მოსწავლეებს ამ დაძაბულ ვითარებაში, ამიტომ სკოლის მასწავლებლები დისტანციურად ატარებენ ონლაინ შემეცნებით ვიქტორინებს დაწყებით კლასებში და გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებენ წამახალისებელი სიგელებით, რომლებიც გადაეცემათ მოსწავლეებს დისტანციურად, სკოლა „დავითიანის“ Facebook გვერდზე გამოქვეყნების საშუალებით.
უფროსკლასელებისთვის ტარდება თემატური ვიქტორინები, როგორიცაა 9 აპრილი, 14 აპრილი - დედაენის დღე და ა.შ.
9 აპრილისთვის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ხოლო დედაენის დღის ღონისძიებებისთვის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა დაწერეს სტატია და მოამზადეს ვიდეორგოლი, რომლითაც უფრო გაათვითცნობიერეს თავისი პატარა მეგობრები.
ამგვარი საინტერესო აქტივობები მართლაც რომ ახალისებს მოსწავლეებს“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
ასევე იხილეთ პრეზენტაცია 9 აპრილის შესახებ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც