სიახლეები
სკოლები

„ჩემი ფიქრები მონატრებულ შვილიშვილებზე“ - ქსოვრისის საჯარო სკოლის მასწავლებლის ემოციური ჩანახატი
04-05-2020
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლალი ჯარმელიშვილი საქართველოში ეპიდემიისგან გამოწვეულ ვითარებაზე ჩანახატს გვთავაზობს. პედაგოგი ემოციურად აღწერს, თუ როგორ დააშორა კორონავირუსმა საყვარელი ადამიანები ერთმანეთს.

                                                         ჩემი ფიქრები მონატრებულ შვილიშვილებზე                                                                                 

თეკლა - ეს ჩემი პირველი სიხარულია შვილების მერე. პირველი შვილიშვილი, რომელიც 17 მაისს ექვსი წლის ხდება და სექტემბრიდან შეაღებს სკოლის კარს. უკვე მეორე თვეა არ მინახავს, თუმცა სულ რაღაც სამი კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს. ასეთი სიყვარელი კიდევ ორი მყავს, ოთხი წლის გიორგი და რვა თვის გაბრიელი. მენატრებით ჩემო პატარებო ...

დღევანდელი მდგომარეობით გამოწვეულმა ჩაკეტილმა ცხოვრებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. თუნდაც იმაზე, შევძლებ კი შვილიშვილის დაბადების დღეზე მისვლას, რომელსაც ასე ელოდება ჩემი საყვარელი გოგო. ორი დღის წინ კბილი ამოიღო ჩემმა გოგომ. სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა. „უკვე დიდი ვარ?“ ასეთი კითხვით მიმართა დედას. „დედა უკვე სკოლაში უნდა მივიდე?“ არ ვიცი რატომ დააკავშირა კბილის ამოღება სკოლაში მისვლასთან. განგაში ატეხა, სასწრაფოდ დამალაპარაკეთ მამიდასთან, დეიდასთან, ბებოსთან, უნდა ვახარო რომ კბილი ამოვიღე და უკვე დიდი გოგო ვარო.

ნეტავ გენახათ მისი ხმა და ემოცია, ვერ გადმოვცემ სიტყვებით რა სიხარულს აფრქვევდა. „ბებო, პაპას მიეცი ტელეფონი მასაც უნდა ვახარო, ბიძას მიეცი ტელეფონი მასაც უნდა ვახარო“... ასე მოიარა ყველა... გადმოიღო მამიდას ნაჩუქარი პატარა ზარდახშა და მაჩვენა, სად უნდა შეენახა თავისი მოცვლილი კბილები.

რამდენიმე დღის წინ, რაღაც საქმის გამო პაპას მოუწია მათთან მისვლა. ბავშვები სიხარულით გამოცვივდნენ გარეთ... არ მოხვიდეთო ახლოს, ეს იყო პაპას მოფერება შორიდან. იციან გააზრებული აქვთ „უხილავი მტრის“ სისასტიკე და უცბად შეჩერდნენ. თეკლას ბაღში ყვავილები დაეკრიფა და მდელოზე დაედო. პაპას უთხრა, ბებოს წაუღე ეს ყვავილები როცა წახვალო. პაპას საქმეში გართულს დაავიწყდა აღება. ავტომანქანის ხმა რომ გაიგო, გამოვარდა გარეთ ჩემი გოგო, იფიქრა პაპა მიდისო და გადაამოწმა, აიღო თუ არა ყვავილები. უცბად გაახსენდა პაპას მდელოზე ლამაზად შეკრული მინდვრის ყვავილები. დიდი ფერდობი იყო ჩასასვლელი სადაც ყვავილები იდო. დაღლილს დაეზარა ჩასვლა და ტყუილის თქმა მოუწია, - კი მიმაქვს შვილო. მერე ტელეფონით გადაამოწმა მივიღე თუ არა მისი მორთმეული ყვავილები. მეც მომიწია ტყუილის თქმა...კიდევ კარგი არ მომთხოვა დამანახეო. აი ასეთია ჩემი თეკლა, ასეთი განცდები აქვს ხუთი წლის ბავშვს.  მოდით და მას უთხარით, რომ სექტემბერში ის სკოლაში ვერ მივა შექმნილი მდგომარეობის გამო.

გიორგიც ასეთი მგრძნობიარე ბავშვია. თითქო გამომწვევად, გამოსაცდელად ეუბნება პაპას.

- პაპა.

- რა არის შვილი?

- იცი მე რა მინდა?

- რა? ეკითხება პაპა.

- ხელში მინდა ამიყვანო.

- იცი როდის ჩამოვალ შენთან? როცა ვირუსი დამთავრდება.

სახლში დაბრუნებული პაპა გულისტკივილით მიყვება ამ ამბებს. თან მაფრთხილებს, თეკლამ თუ გკითხა ყვავილების შესახებ, უთხარი რომ ძალიან მოგეწონაო.

გაბრიელზე კი რა გითხრათ, ჯერ პატარაა და ალბათ ვერ გრძნობს შექმნილ სიტუაციას, თუმცა, არ მინდა დიდხანს გაგრძელდეს ასე. რადგან ვფიქრობ, მას უფრო მეტად გააუცხოვებს ახლობლებთან დაშორება. ის ხომ ახლა შეიცნობს გარემოს და სამყაროს ჩვენთან ერთად.

 „კორონავირუსი არც ივნისში და ივლისში აღმოიფხვრება და არც  აგვისტო-სექტემბერში. ჩვენ ამ ტიპის რესპირაციულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ დიდი ხნით მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადეებით სიარული და დისტანცირება, ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა და მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება. საშინელი ზარივით ჩამესმის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ეს სიტყვები მიუხედავად ჩემი მისდამი ღრმა პატივისცემისა.

მჯერა რაღაც ზებუნებრივი ძალის, რომ ღმერთი არ გაგვწირავს.  მესმის იმ ადამიანების ვინც წუხს, დამძიმდა დედამიწა ამდენი განუკითხაობითო და ღმერთი გვსჯისო. მინდა ამათაც მოვუსმინო. მეც არ მომწონს ბევრი რამ, თუმცა სულაც არ მინდა ამ გამონათქვამის გაზიარება „პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო“. არ მინდა იმიტომ, რომ ჩვენს პატარებს არაფერი დაუშავებიათ.

აღარ მინდა ჩაკეტილი ცხოვრება, აღარ მინდა მესმოდეს დღეს რამდენი ადამიანი დაინფიცირდა და რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. მომენატრა ადამიანები, მათთან ურთიერთობა, მომენატრა ახლობლები და იმედი მაქვს, მალე დავამარცხებთ ამ საშინელ მტერს, ერთად თანადგომითა და სიყვარულით.

თითქოს მარტივია და არც ისე მარტივი, სამი პირობის დაცვა: დავრჩეთ სახლში, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები. გვკლავს მონატრების სურვილი, მაგრამ ვითმენთ, ვითმენთ მომავლის იმედით. ვითმენთ, შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულით. და რა მეტი გზა გაქვს. მე თეკლას, გიორგის და გაბრიელის, თქვენ კი თქვენი პატარებისთვის. მათ ხომ სიცოცხლე სწყურიათ მშობლებთან და პაპა-ბებიებთან ერთად.

გაუფრთხილდეთ ერთმანეთს!

დავრჩეთ სახლში!

სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ლალი ჯარმელიშვილი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება