მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გუდაურის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ნანა სეთურიძე კორონავირუსის გამო შეცვლილ სამყაროს და ცხოვრების წესს „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში გამოეხმაურა და თავისი ჩანაწერი გაგვიზიარა. მოსწავლის ნაშრომს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
მე ვფიქრობ და ჩემი თანატოლებიც დამეთანხმებიან, რომ ამდენად და ამნაირად სკოლა არასდროს მოგვნატრებია. მენანება ჩემი კლასის დაკეტილი კარი. სკოლაში სიარული არაფერია თუ მას მასწავლებლების და ბავშვების ბედნიერი ღიმილი არ აფერადებს. მე გარემო და ადამიანები მჭირდება ბედნიერებისთვის. ამას კი ეს სიჩუმე უშლის ხელს. ამ სიჩუმემ რაც გამოიწვია მე დაპაუზებას, გამყინვარებას დავარქმევ. ამ სიჩუმემ სამყაროს განვითარებული ქვეყნების შეჩერება შეძლო. ამ ყველაფრის მიზეზი კი პატარა უხილავი ვირუსია. ამის გამო ტაძარში წასვლაზეც კი უარი ვთქვი... მაგრამ არ შევშინდები ჩვენი გმირი ექიმების იმედით. ადრე გმირები მეომრები და მებრძოლები მეგონენ. ექიმები ჩემი დროის თავდადებული გმირები არიან. არ შევშინდებით, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ გაზრდას და განვითარებას ჩვენი მასწავლებლების, ონლაინ გაკვეთილების და ტელეგაკვეთილების ყურებით. მე უფლის იმედი, მაქვს რომ დავამარცხებთ covid-19-ს და ბედნიერნი შევხვდებით ჩვენს თბილ და მონატრებულ მასწავლებლებს, მეგობრებს, ნათესავებს ჩვენს ლამაზ საქართველოში.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს