მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს №2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ცისარტყელას“ წევრებმა „შინაური ცხოველის მოვლის დღე“ დისტანციურად გამართეს.
სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეკოკლუბის წევრებმა შეგვახსენეს, რომ გაზაფხულზე, როდესაც ბუნება იღვიძებს და შინაური ცხოველები გამრავლებისთვის ემზადებიან, აქტუალური და აუცილებელია მათზე ზრუნვა და დაკვირვება, რათა არ გავაღიზიანოთ და ზარალი არ მოგვაყენონ. შინაური ცხოველები არიან ნაწილობრივ ჩვენზე დამოკიდებულები საკვების მოპოვებაშიც. განსაკუთრებით ზამთარში და შთამომავლობის შეძენის პერიოდში. კარგად მოვლილი შინაური ცხოველი კარგ შედეგს მოგვიტანს.
„შინაური ცხოველები გვასწავლიან სიყვარულს, გვეხმარებიან ზრუნვის უნარის განვითარებაში და იმუნიტეტის გაძლიერებაში. თანამედროვე კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებსაც აქვთ კონტაქტი შინაურ ცხოველებთან, არიან უფრო პოზიტიურები, მონდომებულები, დისციპლინირებულები, უყვართ მოძრაობა და თამაში. ასევე სასურველია ცხოველების დამუშავება რწყილების, ტკიპების, ჭიებისა და ტილების საწინააღმდეგოდ. სათანადოდ მოვუაროთ და დავიცვათ ცხოველები! ჩატარებული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების 1 და 2 მიზანს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც