სიახლეები
სკოლები

„მოლოდინი“ - წევის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქეთევან ცერცვაძემ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას მოთხრობა მიუძღვნა
04-05-2020
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ქეთევან ცერცვაძემ, სახლში გამოკეტილმა, ემოციები ფურცელზე გადაიტანა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას მოთხრობა - „მოლოდინი“ მიუძღვნა.

მოლოდინი

საქართველოს შუაგულში, იმერეთში, დავიბადე. ქვეყნის დასავლეთის გასაყარსა და აღმოსავლეთის დასაწყისში. თუ ამ გზაზედ მოხვდები, ამოხედე ფერდობზე შეფენებულ, ღარიბულ სოფელს, რომელსაც დარაჯად მე ვადგავარ. აგერ უკვე ორი საუკუნე შემისრულდა რაც გადმოვცქერი მედიდურად, ამაყად. მოზიარე ვარ სოფლის ჭირისა თუ ლხინის.

მოწყენილმა შაბათ-კვირამ გაიარა, ორშაბათი დილა თენდება. ბავშვური სილაღით მიფეთქავს ბებერი გული. სიხარულით ველოდები ჩემს გოგო-ბიჭებს. შუბის წვერზე მზის სხივმაც ამოჰყო თავი, მაგრამ ეზარება გაღვიძება. შავი ღრუბელიც ჩასაფრებულივით წამოეწია და იქვე გაუჩინარდა იმედად ამოსული, ცხრათვალა მზე. ჩემს ნაზამთრალ ცივ კედლებს როგორ სჭირდებოდი… არაუშავს, მალე ბავშვებიც მოვლენ, ისინი გამათბობენ. ჟრიამულით აავსებენ ყოველ კუთხეს, აწკრიალდება ზარი, სოფელში ხმა გაისმება „ცხრა საათიაო“. მეც გავლაღდები, გავთბები, გავცოცხლდები.

დუმილი… სიჩუმე… არ გამართლდა ჩემი მოლოდინი. არ აწკრიალდა ზარი, არც ის მეორე, რკინის ბრახუნა ზარი არ აგუგუნდა. შემეშინდა… ორი საუკუნის ვარ და პირველად შემეშინდა… მიმატოვეთ ბავშვებო?! იქნებ, ყველამ ერთხმად შეკარით პირი და ქალაქის დიდ, მრავალფეროვან სკოლას ანაცვალეთ ჩემი თავი?! დაგავიწყდათ, ჩემს ეზოში, ყველანი ერთად , როგორ მხიარულად თამაშობდით. აქვე ტყეში ქორჩიოტებსა და იებს, რომ დაკრეფდით და ექსპრონტად პირველ მასწავლებელს მიართმევდით. ოჰ, თავიდან იბადებოდა თქვენი ცოდნასთან მაზიარებელი. ნუთუ ისიც დაგავიწყდათ, ქალაქიდან ამოტანილ ჯემიან ბულკს ხუთ-ექვს ნაწილად რომ გაყოფდით ამხანაგისთვის?! ეს ხომ ჩემმა კედლებმა გასწავლათ, აქ აღიზარდეთ სიყვარულით, სიკეთით. არა, მე თქვენი მჯერა, თქვენ მე არ მიმატოვებთ, ჩემს სიკვდილში არ მიიღებთ მონაწილეობას. აქ სხვა ამბავია… სოფლიდან ფუსფუსი ისმის, რაღაც დაავადება შემოსულაო. როგორ შეუშინებია ეს ხალხი ახლა კი მესმის, თქვენი არმოსვლის მიზეზი.

ნეტავ, ეს ის დაავადებაა ისტორიის მასწავლებელი რომ საუბრობდა მეთოთხმეტე საუკუნიდან „შავი ჭირი“ გავრცელდაო, გეოგრაფიის გაკვეთილზეც ითქვა ეს უბედურება მთლიან დედამიწას მოედო, კუნძული გრენლანდიაც კი მოიცვაო. ქართული ენის მასწავლებელიც საუბრობდა, რაღაც მოურჩენელ გადამდებ დაავადებაზე, „სახადმა“ იმსხვერპლა ილია ჭავჭავაძის დედაო. ამ ახალ „ჭირზე“ არაფერი არ მსმენია, მაგრამ არაუშავს ამასაც გავიგებ. ჩემი მასწავლებლები ბევრს ისაუბრებენ თქვენთან და მეც ერთ-ერთი მოსწავლე ვიქნები. ჩემზეა ნათქვამი: „სწავლა სიბერემდეო“.

ახლა მოწყენით გავყურებ სოფლის გზას. იქნებ რომელიმე მესტუმროთ, ამოირბინოთ ობლად დარჩენილ საფეხურებზე.

თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებ, რომ ჩემს ჩარდახზე მერცხალი ბუდეს იკეთებს. თქვენს მოსვლამდე მათ დავზრდი, დავაფრთიანებ. სიკეთეს ვასწავლი, ავსა და კარგს გავაგებინებ. მოუთმენლად დაველოდები იმ დღეს თქვენ რომ შემოანათებთ ჩემს
კედლებში.

                                                                                                                                                   თქვენი სკოლა....


                                                    წევის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ქეთევან ცერცვაძე.

მოთხრობა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება